ნიუ იორკის შტატში მინიმალური ხელფასი იზრდება

31 დეკემბერს ღამის 12 საათის შემდეგ ქალაქ ნიუ იორკში ახალი მინიმალური ტარიფი ამოქმედდება. მთელი შტატისა და ქალაქ ნიუ იორკის მასშტაბით დასაქმებულთა ხელფასი გაიზრდება, თუმცა მხოლოდ ქალაქ ნიუ იორკში დასაქმებულთა ხელფასი იქნება 15$ საათში. სახელფასო ცვლილება არ შეეხება იმ პირებს, ვინც დასაქმებულია და ხელფასთან ერთად “Tips” იღებს მომხმარებლებისგან.

მინიმალური ხელფასით ნიუ იორკის შტატი დაეწია კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებს, სადაც მინიმალური ხელფასი ასევე 15$-ია საათში. 
ხელფასის მატება შეეხებათ 3 მილიონამდე ადამიანს, რომელიც დასაქმებულია მომსახურების სფეროში. უბერისა და ლიფტის მძღოლებზეც ვრცელდება ეს სახელფასო ცვლილება. 

ქალაქ ნიუ იორკში თუ მუშაობთ დაწესებულებაში სადაც 11 ან მეტი თანამშრომელია, თქვენი ხელფასი უნდა იყოს 15$, ხოლო დაწესებულებაში სადაც 11-ზე ნაკლები თანამშრომელია, მაშინ თქვენი მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 13.50$

ლონგ აილენდისა და ვესტჩესტერის ტერიტორიაზე მინიმალური ხელფასი იქნება 12 $ საათში განურჩევლად დასაქმებულთა რაოდენობისა.

ნიუ იორკის დანარჩენ ნაწილში (ე.წ. აპსთეითი) მინიმალური ხელფასი იქნება 11.10 $

გუბერნატორის ოფისის თანახმად მინიმალური ხელფასის ოდენობა 2021 წელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიაზე გათანაბრდება და გახდება 15$ საათში. 

წყარო:

Facebook Comments