ოჯახის გაერთიანება

ოჯახის გაერთიანების პროცესი, ალბათ ყველაზე მარტივი პროცესია იმისათვის რომ მიიღოთ ე.წ. მწვანე ბარათი, რომელიც გახლავთ მუდმივი რეზიდენტის ბარათი. თუმცა ამ პროცესს ახასიათებს ხანგრძლივი ლოდინი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კატეგორიის ნათესაური კავშირი გაქვთ მწვანე ბარათის მფლობელთან, უფრო დეტალურად ამ კავშირებზე ქვემოთ ვისაუბრებთ. იმისათვის, რომ სტატია მარტივად გასაგები იყოს, ოჯახის გაერთიანების პროცესს დავყოფთ ნაბიჯებად.

ვის შეუძლია ოჯახის გაერთიანების პროცესის წამოწყება? ნებისმიერ იმ პირს ვისაც აქვს მწვანე ბარათი ან უკვე არის აშშ-ს მოქალაქე კანონით აქვს მინიჭებული უფლება რათა შეადგინოს და გაგზავნოს პეტიცია, რათა ოჯახის წევრები ჩამოიყვანოს შტატებში და ამ ოჯახის წევრებს ექნებათ მუშაობის უფლება და მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი.

პეტიციის გაგზავნის პროცესუალური ნაწილი ერთნაირია მათთვის ვინც მოქალაქეა ან მწვანე ბარათის მფლობელია, თუმცა განსხვავება მოლოდინის პერიოდშია. მოლოდინის პერიოდი მატულობს თუ ცდილობთ შემოიერთოთ დაოჯახებული და 21 წელს ზემოთ: შვილი, ძმა-და, გერი ან ნახევარ და-ძმა. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ნათესავი იმყოფება შტატების ტერიტორიაზე და აქედან გსურთ ოჯახის გაერთიანების პროცესის დაწყება, მაშინ სხვა პროცედურა დაგჭირდებათ, რომელსაც სტატუსის შეცვლა (Adjustment of Status)ჰქვია.

იმისათვის რომ შეძლოთ ოჯახის წევრის “შემოერთება” და ზოგადად გაერთიანების პროცედურის დაწყება თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთრამდენიმე კრიტერიუმს, ესენია: ფინანსური მდგრადობა – რაც ნიშნავს შემდეგს: უნდა გქონდეთ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ გაუწიოთ სპონსორობა ოჯახის წევრს და თავადაც გეყოთ თქვენი შემოსავალი. შემოსავალი არ უნდა იყოს ფედერალური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ან უნდა გქონდეს საკმარისი დანაზოგი, რომლის ოდენობაც გათვალისწინებულია საიმიგრაციო სააგენტოს მიერ (დაწესებული ოდენობა ყოველ წელს იცვლება).

ასევე, დაამტკიცოთ თქვენი “სისხლით” კავშირი იმასთან ვისზეც აპირებთ პეტიციის გაგზავნას, ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს: დაბ.მოწმობა. ხოლო ნახევარ და-ძმის შემთხვევაში 2018 წლიდან საჭიროა გენეტიკური ტესტი, რომელის პასუხის მინიმუმ 50% უნდა ემთხვეოდეს თქვენს გენეტიკურ მაჩვენებელს.

საიმიგრაციო სააგენტო ორ ნაწილად ყოფს ნათესაურ კავშირებს, ესენია: უახლოესი ნათესავი (immediate relatives)და ოჯახის ნათესავი(family preference). საიმიგრაციო სააგენტოს განმარტებით: ნათესავის კატეგორიიდან გამორიცხული არიან შემდეგი ტიპის ნათესავები: ბებია-ბაბუა, მამიდა, ბიცოლა, მული, მაზლი, კანონს მიღმა დაბადებული ძმები-დები,აუცილებელია რომ გაითვალისწინოთ, რომ უახლოესი ნათესავის კატეგორიაში შედიან: მხოლოდ 21 წელს მიუღწეველი შვილები, მეუღლე (ერთნაირსქესიანიდა სხვადასხვა სქესის ქორწინებით)დედა-მამა და საზღვარგარეთ ნაშვილები ბავშვი – ამ კატეგორიაში გათვალისწინებული ნათესავები ულიმიტო ვიზების პრივილეგიით სარგებლობენ, თუმცა, პრივილეგია მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებზე ვრცელდება. მწვანე ბარათის მფლობელის შემთხვევაში განსხვავებული წესი იხილეთ ქვემოთ. ამერიკის მოქალაქის ყველა დანარჩენი კატეგორიის ნათესაური კავშირისთვის გამოიყენება ოჯახის ნათესავის კატეგორია.

ოჯახის ნათესავი(family preference). განსხვავებით უახლოესი ნათესავის კატეგორიისაგან, აქ შევხვდებით წლიურ ქვოტას, რომელიც წესდება ქვეყნების მიხედვით და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, წლიდან წლამდე სხვადასხვა ოდენობით არის ეს ქვოტები, მაგრამ რადგანაც, საიმიგრაციო ვიზაზე განმცხადებელი უფრო მეტია ვიდრე ვიზა, “ცოცხალი რიგი” დგება ამ კატეგორიის ვიზებზე, რაც იწვევს რამდენიმეწლიან მოლოდინს (ხანდახან მოლოდინის დრო 10 წელზე მეტიც შეიძლება იყოს).

საიმიგრაციო სააგენტო მწვანე ბარათის მფლობელის ნათესავებს ჰყოფს რამდენიმე ქვე-კატეგორიებად, ესენია:

First Preference (F1) ანუ, 21 წელს ზემოთ მყოფი შვილი: ეული ან დაოჯახებული და კანონის თანახმად ის უნდა დარჩეს ეულად სანამ მწვანე ბარათს არ მიიღებს.

Second Preference (F2) ანუ, მეუღლეები, ასაკით პატარა ან ეული შვილები, გაყრილი ან დაქვრივებული შვილები, 21 წელს ზემოთ შვილები ხვდებიან დამატებით სუბ-კატეგორიაში 2B და მათთვის მოლოდინის პერიოდი ოდნავ მეტია ვიდრე დანარჩენების ამ კატეგორიიდან.

Third Preference (F3) – ანუ – დაოჯახებული შვილები ანდა ამერიკის მოქალაქეზე დაქორწინებული მეუღლე თუმცა აწ უკვე გაყრილი.

Fourth Preference (F4) – ამერიკის მოქალაქის ძმები და დები და მათი მეუღლეები შვილებითურთ,, ნახევრად დები და ძმები და მათი მეუღლეები შვილებითურთ,, ან ნაშვილები დედმამიშვილები და მათი მეუღლეები შვილებითურთ ხვდებიან ამ კატეგორიაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისა მწვანე ბარათის მიღება სხვა კატეგორიის ხალხსაც შეუძლია, ისეთებს, როგორიც არიან: რელიგიური ინსტიტუციის მუშაკები, K1-K2 ვიზების მფლობელები, ISAF-ის ერაყის ომის მონაწილეები, ძალადობის მსხვერპლი მშობლები ან შვილები და აშ. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია არის მოცულობითი, უმჯობესია თუ ამ ყველა კატეგორიას სამომავლოდ შევეხებით ცალკეული სტატიებით.

ახლა კი რაც შეეხება ბიუროკრატიულ პროცედურას. პირველი რჩევა რაც უნდა გაითვალისწინო არის ის, რომ არ მიმართოთ პარალეგალს, ამ საქმისთვის პარალეგალიარ გამოდგება, უნდა იყოს გამოცდილი და ლიცენზიის მქონე ადვოკატი, პროცედურა ერთი შეხედვით მარტივია თუმცა მოითხოვს სპეციალისტის გამოცდილებასა და საქმის ძირეულ ცოდნას. გაითვალისწინეთ: ერთი იოტისოდენა შეცდომაც კი შეანელებს თქვენს პროცესს წლებით, შეცდომის გამოსწორებას შესაძლოა მოჰყვეს წერილებით “პინგ-პონგის თამაში” თქვენსა და საიმიგრაციო სააგენტოს შორის.

პროცესი იწყება ადვოკატის მიერ ფორმა ნომერი I-130-ის შევსებით და ყველა საჭირო დამხმარე დოკუმენტის მოძიებითა და შემდეგ ამ ფორმაზე მიმაგრებით. ასევე საჭირო იქნება განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის დოკუმენტაცია და შესაბამისად ფორმა ნომერი I-864 შევსება და გაგზავნა. ამის შემდეგ თქვენი ქეისიუნდა გაიგზავნოს თქვენი გეოგრაფიული მდებარეობისთვისშესაბამის საიმიგრაციო სააგენტოს განყოფილებაში, რის შემდეგ თქვენ მოგივათ დოკუმენტაციის მიღების დასტურის წერილი. გამონაკლისი შემთხვევებისას შეიძლება მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ფოსტით მიიღებთ და ზედ ეწერება Request for Evidence (RFE), გაითვალისიწინეთრომ ამ წერილს უნდა უპასუხოდ რაც შეიძლება სწრაფად, რადგანაც ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენს “ქეისს” თაროზე შემოდებენ თუ გააგრძელებენ მასზე მუშაობას. თუ ყველაფერი რიგზეა და ვიზებიც საკმარისია, მაშინ National Visa Center-იგამოგიგზავნით ინსტრუქციებსადა დამატებით ფორმებს თუ რამეა საჭირო. რის შემდეგ გადახვალთ ბოლო საფეხურზე, რომელიც იქნება საკონსულოში სავიზო გასაუბრება.

სამშობლოში საბოლოო ნაბიჯია საკონსულო გასაუბრება. როდესაც თქვენი აპლიკაცია გადაიგზავნება National Visa Center-შიდა გამოჩნდება “თავისუფალი” ვიზა (ქვოტებისშემთხვევაში) მაშინ საკონსულოში მისვლამდე უნდა შეავსოთ DS-260, “Online Immigrant Visa Application and Alien Registration Application.” რის შემდეგ გექნებათ გასაუბრების თარიღი. გასაუბრება იქნება დაკითხვის ფორმატის (მეუღლის შემთხვევაში) იქნება ბევრი და ბევრი კითხვა. ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ დალუქული კონვერტი, სადაც იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი, მაგრამ! თავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ ეს კონვერტი. კონვერტს უნდა მიაოწოდოთმესაზღვრეს, როდესაც ჩამოფრინდებით. გახსნილ კონვერტს არ მიიღებს მესაზღვრე და უკანაც გაგაბრუნებენ. რაც შეეხება ბილეთების შეძენას, ან ტრანზიტული აეროპორტში თქვენს გატარებას, ამისთვის, 4-5 კვირის ვადაში საკონსულო ოფიცერი დაგიბრუნებთ თქვენს პასპორტს, სადაც იქნება ბეჭედი, რომელიც დროებითი მწვანე ბარათის ფუნქციას შეასრულებს.

საზღვრის გადმოკვეთისას თქვენ მოგიწევთ ფსევდო-ინტერვიუსგავლა მესაზღვრესთან, რომელიც აუცილებლად გკითხავთ, წარსულ ნასამართლეობაზე, თუ გქონიათ ასეთი მაშინ უნდა გქონდეთ მზად დოკუმენტები, რომელიც იქნება ნათარგმნი და ნოტარიულად დამტკიცებული. ასევე, გკითხავენ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საიმიგრაციო დარღვევებზე. დაიმახსოვრეთ, მესაზღვრეს აქვს უფლება არ შემოგიშვათთუ მას პასუხები არ მოეწონება, ასე რომ პასუხებს უნდა მოეკიდოთ სერიოზულად.

კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა აშშ ტერიტორიაზე 🙂 ჩამოსვლიდან 4-5 კვირის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგივათ ბარათი I-551 რომელიც უფრო ცნობილია როგორც მწვანე ბარათის სახელით. დანარჩენ ინსტრუქციებს, თუ რა დაგჭირდებათ და რა ბიუროკრატია გექნებათ გასავლელი აგიხსნით ადვოკატი, რადგანაც ყველა “ქეისი” თავისებურია და ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ რა შეიძლება მოხდეს ან დაგჭირდეთ. ასე, რომ იქონიეთ მჭირდოკავშირი თქვენს ადვოკატთან.

Facebook Comments