კალიფორნია მოსახლეობას “სახლში დარჩენას” უბრძანებს

კალიფორნიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და შტატის 40 მილიონ მცხოვრებს “სახლში დარჩენა” უბრძანა. ამ ფონზე, ვაშინგტონმა ამერიკელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფრთხილა, ან დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სახლში, ან განუსაზღვრელი ვადით დარჩენ იქ, სადაც არიან.

20 მარტის დილის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსის შედეგად 200 ადამიანია გარდაცვლილი, 13,000 ადამიანი კი დაინფიცირებულია.

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომის ბრძანება ძალაში გამოცემისთანავე შევიდა. ის ამერიკის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური და მკაცრი ზომაა, რომელიც დღემდეა მიღებული კოვიდ-19-ის გავრცელების შესანელებლად. კალიფორნიის ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ დაახლოებით 8 კვირაში ვირუსმა შესაძლოა შტატის მოსახლეობის ნახევარი დააინფიციროს.

ნიუსომის თქმით, კალიფორნიელებისთვის სახლში დარჩენის ბრძანების შესრულება აუცილებელია. ამ მკაცრი ზომის მიღებას ის განაპირობებს, რომ დაავადების გავრცელების მოდელირებაზე დაყრდნობით, შტატის მოსახლეობის 56% მომავალი ორი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატს 20,000 მეტი საავადმყოფოს საწოლი დასჭრდება, ვიდრე აქვს.

მისივე თქმით, ლოს-ანჯელესი, ამერიკის სიდიდით მეორე ქალაქი, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში “არაპროპორციულ დარტყმას” მიიღებს.

კორონავირუსს გავლენა არა მხოლოდ ამერიკელების სოციალურ ცხოვრებაზე აქვს, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც. ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის სენატმა 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ბიზნესებსა და მოქალაქეებს პირდაპირი დაეხმარება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს ამ პაკეტის მიღებას სთხოვს.

წყარო


Facebook Comments