პრეზიდენტი ტრამპი: ნიუ იორკში მკაცრი კარანტინი ვერ იქნება

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი სწრაფად მატულობს, პრეზიდენტი ტრამპი შტატში მკაცრ კარანტინს ვერ გამოაცხადებს.

“თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ასევე ნიუ იორკის, ნიუ ჯერზის და კონექტიკუტის გუბერნატორებთან კონსულტაციის შემდგომ, ჩვენ მოგზაურობაზე რეკომენდაციებს გავცემთ. კარანტინი საჭირო არაა.” – განაცხადა, ტრამპმა.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ, შტატში საკარანტინო ზომები უკვე მოქმედებს, რაც მასობრივი ღონისძიებების აკრძალვაში გამოიხატება. კუომომ განაცხადა, რომ თუ ნიუ იორკი დაიბლოკება, ეს ამერიკის ეკონომიკაზე იმოქმედებს.

აქვე გეტყვით, რომ ფედერალურ ხელისუფლებას არ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი. მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია შტატის იზოლირება ან კარანტინი. ან CDC განსაკუთრებულ მძმე სიტუაციაში.

ამერიკაში კორონავირუსით 2000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 123 000-ს გადასცდა.

წყარო

Facebook Comments