25 მაისი – ხსოვნის დღე

მოგესალმებით, დღეს 25 მაისია და მთელი ამერიკის შეერთებული შტატის მასშტაბით – ხსოვნის დღე (Memorial Day) აღინიშნება, რომელიც ეძღვნება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას დაღუპული ადამიანების მოგონებას. ახლა კი გიამბობთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ.

რას ნიშნავს ხსოვნის დღე ამერიკელი ხალხისთვის?

ხსოვნის დღე აღინიშნება ყოველი წლის მაისის ბოლო ორშბათს, მიმდინარე წელს 25 მაისს. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, დღეს, ამერიკელები პატივს მიაგებენ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც დაიღუპნენ სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს.

როგორც წესი, ზაფხულის არდადეგებისთვის იხურება სკოლები და უნივერსიტეტები, ამერიკელებისთვის ხსოვნის დღის აღნიშვნა ზაფხულის არაოფიციალურ დასაწყისსაც ნიშნავს. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს პარადებში (საზეიმო სვლებში), ან მიემართება სანაპიროზე, სადაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად პიკნიკს მართავენ.

დღესასწაულის ისტორია

ხსოვნის დღე ოფიციალურად 1868 წლის 5 მაისს გამოცხადდა, გენერალი ჯონ ლოგანის მიერ, რომელიც რესპუბლიკის ძველი არმიის ეროვნული მეთაური გახლდათ.

დღესასწაული პირველად 1868 წლის 30 მაისს აღინიშნა, როდესაც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მოკავშირეთა და კონფედერაციის ჯარისკაცების საფლავებზე ყვავილები დადეს.

აქვე გეტყვით, რომ ნიუ იორკის შტატი პირველი შტატი იყო, რომელმაც დღესასწაული ოფიციალურად აღიარა (1873 წელს).

მეტი წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რას ნიშნავს ამერიკელი ხალხისთვის ხსოვნის დღე, თქვენ პასუხს ეს ფოტოები გაგცემთ:

ხსოვნის დღე, ფოტო გადაღებულია სარასოტაში (ფლორიდა)

საზეიმო სვლის მონაწილეები, რომლებიც შემოსილნი არიან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების ფორმაში.

ქვეყანაში ამ პერიოდში ფლოტის კვირეულიც (Fleet Week) აღინიშნება, რომელიც 1984 წლიდან ნიუ იორკში ტარდება, აშშ-ს საზღვაო ძალების და საზღვაო ქვეითების პატივსაცემად, აღნიშნული კვირეული კი სწორედ ხსოვნის დღეს საჰაერო აღლუმით სრულდება.

აშშ-ს საზღვაო ძალების ქვეითები – ნიუ იორკი, თაიმზ სქვერი, 2012 წლის, 26 მაისი

ვიქსბურგის ეროვნული სასაფლაო

ვიქსბურგი (მისისიპის შტატი) ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქი გახლავთ, ბევრისთვის საკმაოდ ცნობილი მოვლენით – “ვიქსბურგის ალყა”. ვიქსბურგი ალყაში იყო 1863 წლის 18 მაისიდან 4 ივლისამდე ეს 1863-1865 წლებში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს მოხდა.

ვიქსბურგში მდებარე სასაფლაო (ეროვნულ სასაფლაოებს შორის), ქვეყნის სამოქალაქო ომში დაღუპული ჯარისკაცების ყველაზე მეტ საფლავს მოიცავს

დროშის დადების ყოველწლიური ცერემონია

აუცილებლად უნდა გიამბოთ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე (ვირჯინიის შტატი) სადაც საკმაოდ სიმბოლურ ღონისძიებას დაინახავთ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დროშის დადების ცერემონიადაა ცნობილი.

ზუსტად გადმოცემისთვის, წარმოგიდგენთ ფოტოს, სადაც აშშ-ს მე-3 ქვეითი პოლკის ჯარისკაცი (პოლკი რომელიც ცნობილია “ძველი გვარდიის” სახელით) დროშას აყენებს გარდაცვლილი ჯარისკაცის საფლავზე.

არლინგტონის ეროვნული სასაფლაო (ვირჯინია), 2018 წლის მაისი.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე გამორჩეული ფაქტია, როდესაც ამერიკელები პატივს ყველა ომში და შეიარაღებულ დაპირისპირებაში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგებენ და არა კონკრეტულად (დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ან მსოფლიო ომის გმირების).

ვაშინგტონის მემორიალი

ეს კი ვაშინგტონის მემორიალი და ომში მონაწილე ჯარისკაცის ფეხსაცმელი. შავი გრანიტის კედელზე 58 000-ზე მეტი ამერიკელის სახელია მოჩუქურთმებული, რომლებიც ვიეტნამის ომში დაიღუპნენ.

“ჩვენ ვიხსენებთ წითელ ყაყაჩოებს
მინდვრებში რაც იზრდება – ღირსეული ნიშნებია
სისხლივით, ზეცის ყვირილივით

გმირები, რომლებიც სამუდამოდ ცოცხლდებიან.”

მოინა მაიკლი 1915 წ.

Facebook Comments