საიმიგრაციო სააგენტო ავრცელებს ცვლილების სიახლეს, რომლის თანახმად სამოქალაქო ტესტებში შევა ცვლილება. ეს ტესტები არის მათთვის ვისაც გაგზავნილი აქვს ფორმა N-400 და უახლოეს ხანებში ელოდება საიმიგრაციო ოფიცერთან გასაუბრებასა და ენის ცოდნისა და სამოქალაქო გამოცდას.
როგორც საიმიგრაციო სააგენტო განმარტვას, ამიერიდან მოქალაქეობის მსურველი ვალდებული იქნება იცოდეს შემდეგი საკითხები:
- ვინ არის თქვენი შტატის (უნდა დასახელდეს ერთი მაინც ) სენატორი?
- დაასახელეთ თქვენი წარომადგენელი წარმომადგენელთა პალატიდან?
- ვინ არის თქვენი შტატის გუბერნატორი?
- დაასახელეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახელი.
საიმიგრაციო სააგენტო ასევე ამატებს რამდენიმე ისეთ კითხვას, რომელიც ეხება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ იქნება სავალდებულო თუ კი თქვენ ხართ 65 წლის ან მეტი და შტატებში იმყოფებით კანონიერად უკანსაკნელი 20 წლის განმავლობაში, დანარჩენ შემთხვევაში ყველა კიხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულო იქნება.
Facebook Comments