4 ივლისი – ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

ამერიკის შეერთებული შტატების შექმნის ისტორიაზე ბევრი საინტერესო ამბავი სმენია ჩვენს მკითხველს და მისი დეტალურად გაცნობით თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შევახსენებთ ამ ქვეყნის დიადი წარსულიდან.

“აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”

“აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია” ის ისტორიული დოკუმენტია, რომელშიც ჩრდილო ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აცხადებენ: ერთხმად მიღებული მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანია.

დეკლარაციის მიღების (და არა ხელმოწერის) დღე 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები: “ამერიკის შეერთებულ შტატებად” მოიხსენიება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1775 წელს მასაჩუსეტში, ბოსტონთან ახლოს, ინგლისურ არმიას და კოლონიალისტებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეს იყო ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დასაწყისი. იმავე წელს ფილადელფიაში შეიკრიბა მეორე კონტინენტური კონგრესი, რომელზეც 13 კოლონიის წარმომადგენელი იყო.

კონგრესის გადაწყვეტილებით ინგლისთან ურთიერთობა შეწყდა, მოსახლეობისაგან შეიქმნა არმია; არმიის სარდლად დაინიშნა განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი, სამხედრო საქმის მცოდნე ჯორჯ ვაშინგტონი.

მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც 13 კოლონია შტატად გამოცადდა. კონგრესმა 1776 წლის წლის 4 ივლისს დაამიკიცა “დამოუკიდებლობის დეკლარაცია”.

ამრიგად, მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ინგლისისაგან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები. 4 ივლისი აშშ-ში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

აშშ-ის სახელმწიფო დროშაზე თეთრ-წითელი ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს. შტატების მატებასთან ერთად სახელმწიფო დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობაც გაიზარდა, ამჟამად აშშ-ს სახელმწიფო დროშაზე 50 ვარსკვლავია გამოსახული, ზოლების რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.

1787 წელს ფილადელფიაში ჯორჯ ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიკრიბა კონვენტი, რომელმაც ჯეიმზ მედისონის პროექტის საფუძველზე შეიმუშავა კონსტიტუცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს რესპუბლიკად აცხადებდა. 1789 წელს აშშ-ს პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი.

საინტერესო ფაქტები “აშშ-ის კონსტიტუციის” შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდა 1787 წელს და ძალაში შევიდა 1789 წელს. იგი 4 400 სიტყვისგან შედგება. აშშ-ს უზენაესი კანონის ჩაწერა დაევალა პენსილვანიის გენერალური ასამბლეის კლერკს- ჯეიკობ შალუსს, რომელსაც ამ სამუშაოს შესრულებისთვის ჯილდოდ 30 დოლარი გადასცეს.

კონსტიტუციაზე ხელმომწერთა შორის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იყო 81 წლის ბენჯამენ ფრანკლინი, აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ფიგურა. ყველაზე ახალგაზრდა ხელმომწერი კი 21 წლის ჯონათან დეიტინი.

აშშ-ს კონსტიტუციის ძალაში შესვლის პერიოდში ამერიკის მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ყველაზე დიდი ქალაქი კი ფილადელფია იყო – 40 000 მაცხოვრებელით. 1789 წელს პირველად აღინიშნა “მადლიერების დღე”, ამ ეროვნული დღესასწაულის დაარსების მიზეზი კი სწორედ აშშ-ის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი, ღვთისადმი მადლიერება იქცა.

აშშ-ს კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი დოკუმენტია, რომელშიც ცვლილებები და დამატებები მისი შექმნის 240-წლიანი ისტორიის მანძილზე თითქმის არ მომხდარა, მხოლოდ 27 შესწორებაა შესული და მისი ტექსტი დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

 “ადამიანები შექმნილნი არიან, როგორც თანასწორი არსებანია”

დასჭირდა თუ არა მართლაც “აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის” ტექსტის შედგენას 100 დღე, ამაზე ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა უტყუარი ფაქტია ის, რომ 240 წლის წინ 33 წლის ვირჯინიელმა იურისტმა თომას ჯეფერსონმა ამერიკის კონტინენტური კონგრესის დავალებით შექმნა დოკუმენტი, რომელმაც გააოცა მაშინდელი მსოფლიო.

არიან, როგორც თანასწორი არსებანი და მათ ღმერთმა მიანიჭა ისეთი შეუვალი უფლებები, როგორიცაა: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერება. ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ხელისუფლებას ხალხის ნებით იღებენ”.

სწორედ თომას ჯეფერსონის მიერ შექმნილი დოკუმენტი “ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, წარმოადგინა ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში.

თომას ჯეფერსონი

“ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის” ავტორი თომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვოში; უმაღლესი განათლება მიიღო უილიამსისა და მერის კოლეჯში. მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში იურისტად. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე; 1801 წელს კი არჩეული იქნა ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტად, რომელსაც 9 წელი იკავებდა.

მის სახელს უკავშირდება 1803 წელს საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონისაგან ლუიზიანის ტერიტორიის შესყიდვა, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტომას ჯეფერსონი გარდაიცვალა 1826 წელს 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. მისი პორტრეტი გამოსახულია აშშ-ს ორდოლარიან კუპიურაზე, მეორე მხარეს კი “დამოუკიდებლობის დეკლარაციის” მიღების სცენა.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, იშვიათია ისეთი განათლებული ადამიანი, როგორც ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი იყო; გარდა იმისა, რომ იგი იყო იურისტი, პოლიტიკოსი და მეცნიერი, ასევე იყო წარჩინებული არქიტექტორი და მევენახე, თავად ამბობდა, “ჩემი საყვარელი საქმიანობა მშენებლობააო”.

ვირჯინიის უნივერსიტეტი, რომელიც თომას ჯეფერსონმა დაარსა, საუნივერსიტეტო კომპლექსი ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან ბენჯამენ ლატრობთან და უილიამ ტორნეტონთან ერთად დააპროექტა, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ულამაზეს შენობად ითვლება.

საკუთარი სახლი მონტეჩელოში, საგვარეულო მამულში, სიცოცხლეშივე უკვდავყო, რომელიც 1987 წლიდან გაეროს მსოფლიო ისტორიის მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს სახლი გამოსახულია 5 – ცენტიან მონეტაზე; 1928-დან 1966 წლამდე დაბეჭდილ ორდოლარიან კუპიურაზე; ასევე 1956 წელს მიმოქცევაში გამოსულ საფოსტო და ღია ბარათებზე.

მონტეჩელოს ძველი სახლი, თომას ჯეფერსონმა გვიანდელი აღორძინების ხანის დიდი იტალიელი არქიტექტორის, ანდრეა პალადის ნახატებით შთაგონებულმა დააპროექტა და ააშენა კიდეც, მაგრამ მერე, როცა საფრანგეთში ხუთწლიანი დიპლომატიური მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ფრანგული კლასიციზმის იდეებით შთაგონებულმა, ეს ნაგებობა დაანგრია და მის ნაცვლად ახლის შენება დაიწყო.

მასში სულ 35 ოთახი იყო, სასადილო ოთახში ბუხრის უკან გადამალული ლიფტი პირდაპირ ჩადიოდა ღვინის სარდაფში. კაბინეტიც თავად მოაწყო, სადაც იდგა მბრუნავი სავარძელი, საწერი მაგიდა თავის პატარა მბრუნავი მაგიდით, ერთ-ერთ ფანჯარასთან ტელესკოპი, ხოლო შემოსასვლელში ორი გლობუსი.

ამ სახლის მშვენება იყო ბიბლიოთეკა, სადაც დაცული იყო 7 000-მდე უძვირფასესი წიგნი, რომელიც შემდგომში ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის შექმნას დაედო საფუძვლად. გატაცებული იყო ასევე მებაღეობა – მევენახეობით და ღვინის დაყენებით, საფრანგეთიდან და იტალიიდან ჩამოჰქონდა ყურძნის იშვიათი ჯიშები.

ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი იყო პირველი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც თეთრ სახლში გაიმართა.

“თეთრი სახლი”

“თეთრი სახლი” ეწოდა შენობის ფერის გამო, სახლის მშენებლობა დაიწყო 1792 წელს და დასრულდა 1800 წელს. პროექტის ავტორი იყო ჯეიმს ჰობიანი. ეს პროექტი ჯორჯ ვაშინგტონმა თავად შეარჩია, ცნობილი 6 არქიტექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან. მთავარი მოთხოვნა იყო – ამ შენობას სიამყის შეგრძნება უნდა მიენიჭებინა მოქალაქეებისთვის.

“თეთრი სახლი” ორჯერ გადაკეთდა, ერთი 1914 წელს, როცა იგი ინგლისელებმა დაწვეს, თუმცა 4 წლის შემდეგ თითქმის თავიდან ააგეს. დღეისათვის მისი მთავარი ნაწილი 132 ოთახისაგან შედგება. მსოფლიოში განთქმული “ოვალური კაბინეტი” მდებარეობს პირველ სართულზე, სადაც დგას პრეზიდენტის სამუშაო ისტორიული მაგიდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს დედოფალმა ვიქტორიამ აჩუქა.

პირველი – ორი სართულის ოთახების დიდი ნაწილი ოფიციალური ცერემონიებისთვის არის განკუთვნილი, სადაც პრეზიდენტი იღებს სახელმწიფო მეთაურებს, საპატიო სტუმრებს. ერთ-ერთ ოთახში, ბუხარზე ამოტვიფრულია სიტყვები “ზეცას ვთხოვ, დალოცოს ეს შენობა და ყველა, ვინც ამ სახლში იცხოვრებს! დაე, იყოს პატიოსანი და ბრძენი ის ადამიანი, რომელიც ამ სახლიდან მართავს ქვეყანას”.

სახლს გარს აკრავს 18 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც უმშვენიერესი პარკია გაშენებული.

Facebook Comments