როდის დაიწყებს IRS ყოველთვიურად გადანაწილებული გადასახადების მოგროვებას უკვე გაგზავნილ დეკლარაციებზე

ამერიკაში IRS-ის დროებით შეჩერებული გადასახადების მოგროვება –
ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვისაც უკვე გაგზავნილი აქვს დეკლარაცია ხელშეკრულებასთან ერთად ყოველთვიური გადასახადის გადანაწილებითი გადახდის მოთხოვნით (installment agreement).

2020 წლის 25 მარტს, IRS-მა გამოაცხადა, რომ დროებით შეჩერებული გადასახადების მოგროვება გადაიდებოდა ივლისის 15 რიცხვამდე.
ამ აქტს ეწოდა People First Initiative, რის მიხედვითაც, გადასახადის გადახდევინების მაგივრად, სახელმწიფო ხალხს დაეხმარა პანდემიის პირობებში და ყველა გადასახადი, მათ შორის წინა წლების აგრესიული გადასახადებიც შეაჩერა და არავის დააძალა გადაეხადათ.

Statute of Limitations- გადასახადის მოკრების გარკვეულ დროში სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვის კანონს, ვადა გასდის 15 ივლისს და ამის შემდგომ IRS განაახლებს გადასახადების მოგროვებას. ყველას ვისაც წინა თვეებში გაგზავნილი გაქვთ ხელშეკრულება, უკვე ივლისის ბოლოს უნდა ელოდეთ პირველ გადასახადის ავტომატურად ბანკიდან გადარიცხვას.

შეგახსენებთ რომ, თანხის გადანაწილების კონტრაქტის ინსტრუქციის მიხედვით, ჩვეულებრივ პირობებში, გაგზავნიდან 8 კვირა არის კონტრაქტის მიღების ვადა. პანდემიის პირობებში, თებერვალში გაგზავნილ კონტრაქტებზეც კი არ დაწყებულა გადასახადის ყოველთვიური გადარიცხვა, რაც People First Initiativeს მიხედვით სრულიად ნორმალურია.

სტატია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ENROLLED AGENT with IRS.

Facebook Comments