SEVP ცვლილება და დროებითი გამონაკლისი არაიმიგრანტი სტუდენტებისთვის

ვაშინგტონი – სტუდენტური და გაცვლით ვიზიტორთა პროგრამა (The Student and Exchange Visitor Program – SEVP) დროებითი გამონაკლისით შეზღუდვებს აწესებს არასაიმიგრაციო სტუდენტური ვიზის მქონე პირებისთვის, რომლებიც 2020 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის აპირებენ დისტანციურად სწავლის გაგრძელებას.

ცვლილებები შეეხებათ არაიმიგრანტ სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის ფონზე ონლაინ რეჟიმში სწავლობენ (2020 წლის შემოდგომის სემესტრი)

შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი გეგმავს გამოაქვეყნოს პროცედურების და პასუხისმგებლობის ახალი პროტოკოლი ფედერალურ რეესტრში, როგორც დროებითი საბოლოო წესდება.

2020 წლის საშემოდგომო სემესტრის დროებითი გამონაკლისი ითვალისწინებს:

  1. არაიმიგრანტ (F1 და M1) სტუდენტებს, რომლებიც დადიან სასწავლებლებში და სრული დატვირთვით მუშაობენ ონლაინ რეჟიმში, არ შეუძლიათ აიღონ ონლაინ საგნები სრული დატვირთვით და ამავდროულად დარჩნენ შეერთებულ შტატებში. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გასცემს ვიზებს იმ უნივერსიტეტების ან/და პროგრამების სტუდენტებისთვის, რომლებიც სრულად გადავლენ დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე. ასეთ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებმა, რომლებიც ამ დროისთვის იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, უნდა დატოვონ ქვეყანა ან მიიღონ სხვა შესაბამისი ზომები, როგორიცაა ისეთ უნივერსიტეტში გადასვლა სადაც სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, საკლასო პირადი დასწრებით იქნება შესაძლებელი, რათა სტუდენტური სტატუსი კანონიერად შეინარჩუნონ.

  2. არაიმიგრანტი F-1 სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც ახორციელებენ ჩვეულებრივ საკლასო სასწავლო პროცესს, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ მოქმედი ფედერალური დებულებები. დასაშვებად, F სტუდენტებს ონლაინში შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმ ერთი საგანი ან სამი საკრედიტო საათი.
  3. არაიმიგრანტი F-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა უნივერსიტეტებიც გადადიან ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური და ლექციებზე საკლასო პირადი დასწრება) შეეძლებათ აიღონ ონლაინ ერთ საგანზე ან სამ კრედიტ საათზე მეტი. აღნიშნული უნივერსიტეტები და პროგრამები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტორთა პროგრამის (SEVP) ახალ სტანდარტებთან და არასაიმიგრაციო სტუდენტური სტატუსის შენარჩუნების სერტიფიკატი (Certificate of Eligibility for Nonimmigrant Student Status) ფორმა I-20-ის მეშვეობით უნდა დაადასტურონ, რომ პროგრამის საშემოდგომო სემესტრი არ ჩატარდება სრულად დისტანციურ რეჟიმში, რომ სტუდენტს არა ქვს ყველა საგანი ონლაინ და რომ სტუდენტი მხოლოდ დარეგისტრირდება იმ მინიმალური რაოდენობის საგნებზე დისტანციურად, რაც საჭიროა სტუდენტის სასწავლო პროგრამაში ნორმალური პროგრესის მისაღწევად.ზემოხსენებული შეზღუდვები არ ეხება F-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან ჩართულნი ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებში ან იმ M-1 სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში და არ აქვთ უფლება გაიარონ სასწავლო კურსი დისტანციურად.

COVID-19-ით გამოწვეული ვითარების გამო, SEVP-მა დააწესა დროებითი გამონაკლისი ონლაინ კურსებზე, გაზაფხულისა და ზაფხულის სემესტრისთვის. ეს პოლიტიკა საშუალებას აძლევდა არაიმიგრანტ სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში უფრო მეტი საგნები გაევლოთ, ვიდრე ჩვეულებრივ დაშვებულია ფედერალური რეგულაციით.

წყარო

Facebook Comments