პრეზიდენტი ტრამპი: შემოდგომაზე სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში სკოლები შემოდგომისთვის აუცილებლად უნდა გაიხსნას, რადგან ონლაინგაკვეთილები არაეფექტურია.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ვირტუალური სასწავლო პროცესი სკოლასთან შედარებით ნამდვილი „საშინელებაა“.

„ეს საკუთარ თავზე, ფართო მასშტაბით გამოვცადეთ – ვირტუალური სწავლება სკოლებსა და კამპუსებში სწავლასთან შედარებით, საშინელებაა, ერთმანეთს ვერც კი შეედრება. სკოლები შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაიხსნას. რატომ უნდა დააფინანსოს ფედერალურმა მთავრობამ სკოლები, თუ ისინი არ გაიხსნებიან? არ დააფინანსებს!” – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

აქვე გეტყვით, რომ პრეზიდენტმა დღეს თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლას ეხებოდა, “იმიგრანტის გზამკვლევი” აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

Facebook Comments