ქვეყნის სენატი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გამოეხმაურა

შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი რობერტ მენენდესი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურნენ.

“ჩვენ მტკიცედ ვგმობთ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით. ისტორიის გარკვეულ მომენტებში წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანებისა და მუსლიმების თაყვანისცემის ადგილი იყო, ხოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სარწმუნოების ხალხისთვის არაჩვეულებრივი და სტუმართმოყვარე ცენტრი იყო”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ „რეჯეფ თაიფ ერდოღანის დღევანდელი გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა, რომლებიც წმინდა სოფიას ტაძარს, როგორც ელვარე შუქსა და ღრმად თაყვანცემულ წმინდა ადგილს განიხილავენ“.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და შეინარჩუნოს წმინდა სოფიას ტაძრის შესანიშნავი მემკვიდრეობა და რელიგიურად ნეიტრალური მუზეუმის სტატუსი“, – აცხადებენ სენატორები.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთდება.

წყარო

Facebook Comments