პანდემიის დაწყებიდან პირველად, ნიუ იორკში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

NBC New York საკმაოდ სასიხარულო ინფორმაციას გვაწვდის, 11 მარტის შემდეგ პირველად, ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

რატომ გახლავთ აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანი: კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, ნიუ იორკის შტატი ვირუსის ეპიცენტრი იყო, თუმცა სწორმა ქმედითმა ნაბიჯებმა ყველა შტატისთვის ნამდვილად სამაგალითო მოდელი შექმნა.

საერთო სურათი: ნიუ იორკის შტატში საერთო ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 401 000 შემთხვევა დარეგისტრირდა, 32 000-ზე მეტი კი ლეტალური აღმოჩნდა. თუმცა მიუხედავად სავალალო სტატისტიკისა, ვირუსის მზარდი მონაცემები სხვა შტატებს უფრო შეეხო, რომლებმაც გახსნითი ფაზები სწრაფად დაიწყეს.

წყარო

Facebook Comments