ანალიზი გვაჩვენებს, რომ ამერიკის ეკონომიკის გაჩერებამ 2,7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსულმა ინფექციამ მარტში ამერიკის ეკონომიკა დაამუხრუჭა, არაერთი ღონისძიებები გატარდა, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების მასშტაბური კატასტროფისგან დაცვა გახლდათ.

ეკონომისტების ჯგუფმა აღნიშნული სცენარი შეისწავლეს და შედარება გააკეთეს, რომლის დასკვნაში ვგებულობთ, რომ ეკონომიკის ეფექტურმა შეჩერებამ 900 ათასიდან 2,7 მილიონამდე ამერიკელის სიცოცხლე იხსნა.

მიჩიგანის, ვერმონტის და კანზასის უნივერსიტეტების ეკონომისტები აცხადებენ, რომ ანალიზის ჩატარება დოლარებში უსამართლობაა, რადგან ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ შედარება სიკვდილიანობის მაჩვენებელთან კეთდება, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა და რამდენი შეიძლებოდა დაღუპულიყო ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით.

ეკონომისტების გამოქვეყნებულ ანალიტიკურ დოკუმენტში მოცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების დაავადების ცენტრის ის მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ კოვიდ-19 უკონტროლო იქნებოდა.

უკიდურესი სცენარის მიხედვით დაიღუპებოდა 1,1-დან 2,9 მილიონამდე ადამიანი, რაც მიმდინარე მონაცემებთან შედარებით (130 000 ლეტალური შემთხვევა) საგრძნობლად ბევრია.

წყარო

Facebook Comments