კალიფორნიის გუბერნატორი საკარანტინო ზომებს ამკაცრებს

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი, “COVID-19”-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების გამო საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილებას ღებულობს.

კალიფორნიის შტატის ტერიტორიაზე კვლავ აკრძალული რჩება – ეკლესიებში, ბარებში, რესტორნებში, კინოთეატრებში და მუზეუმებში ვიზიტი. გუბერნატორის გადაწყვეტილებით, დაიხურება სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონებიც.

გევინ ნიუსომი ასევე აცხადებს, რომ შტატის მასშტაბით ვირუსის გავრცელების ტემპი “საშიში სიჩქარით მატულობს”

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კალიფორნიაში დარეგისტრირებულია 329 000-ზე მეტი ინფიცირებული, ლეტალური შემთხვევები კი 7000-ს აჭარბებს.

წყარო

Facebook Comments