პრეზიდენტი ტრამპი: საზღვრების ჩაკეტვით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთთან და ევროპასთან საზღვრების ჩაკეტვით მისმა ხელისუფლებამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები მუდამ მიიჩნევდნენ, რომ მან საზღრების ჩაკეტვით საშინელი შეცდომა ჩაიდინა.

„ჩვენ ათობით ათასი სიცოცხლე, სინამდვილეში მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ საზღვრების ჩაკეტვით. დიახ, ჩვენ პოტენციურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ახლა 135 ათასი გარდაცვლილი გვყავს, რაც საშინელებაა და ზედმეტად ბევრია. თუმცა, გვეყოლებოდა მილიონობით გარდაცვლილი ამ წყევლის შედეგად, რომელიც თავს დაგვატყდა. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ახლა ჩვენ ჩავაქრობთ ხანძარს, როგორც კი გაჩნდება. უნდა გავხსნათ სკოლები, ყველაფერი უნდა გავხსნათ. ბევრ ადამიანს ამის გაკეთება პოლიტიკური მიზნების გამო არ სურს.“ – განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

წყარო

Facebook Comments