ენტონი ფაუჩი: “COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მომავალი წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი”

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეერთებულ შტატებში მომავალი წლის პირველ თვეებში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა.

„2021 წლის დასაწყისში ვაქცინა აშშ-ში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდეც მოახერხოს, თუმცა მისივე თქმით, დისტრიბუციასა და წარმოებას დრო სჭირდება.

„სავარაუდოა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინის ათობით მილიონი დოზა გვექნება“, – აცხადებს ფაუჩი

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 144 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული.

წყარო

Facebook Comments