თექსისის შტატში ქარიშხლის გამო, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა თექსისის შტატში ქარიშხლის გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, იტყობინება cbclocal.

შესაბამისი განკარგულება ფედერალურ მთავრობას უფლებას მისცემს, დაზარალებულ შტატს უფრო იოლად და სწრაფად გაუწიოს დახმარება.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ბრძანება ქვეყნის შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სამსახურს თექსისში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ქმედებების კოორდინააციის საშუალებას აძლევს.

„ჰანა“ – პირველი ქარიშხალია, რომელიც წელს ატლანტიკის ოკეანეში ჩამოყალიბდა და ამერიკას დაატყდა თავს. პრეზიდენტ ტრამპს დახმარების თხოვნით მიმართა თექსის გუბერნატორმა გრეგ ებოტმაც.

მან ტეხასის 32 ოლქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ქარიშხლის დროს ევაკუციისთვის თექსისში გააგზავნეს ეროვნული გვარდიის ხომალდი, მაშველი კატარღები, შვეულმფრენი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შტატის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექმა გზები დატბორა, მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. ქარმა სახლებს სახურები მოგლიჯა, წაქცეულია ხეები.

წყარო

Facebook Comments