პრეზიდენტმა ტრამპმა შტატების ტერიტორიაზე “ტიკ-ტოკის” გამოყენება აკრძალა

დონალდ ტრამპმა შტატების ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციის, „ტიკ-ტოკის“ გამოყენება აკრძალა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ აღმასრულებელ განკარგულებას ხელს პირველ აგვისტოს მოაწერს.

ქვეყნის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ჩინური კომპანია „ბაითდენსის“ მფლობელობაში არსებული აპლიკაცია ჩინეთის მხრიდან შესაძლოა, ამერიკელების პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად ჯაშუშობისთვის იყოს გამოყენებული.

ჩინური კომპანია უარყოფს ბრალდებებს, რომ აპლიკაციას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს ან ინფორმაციას იღებს.

„ტიკ-ტოკს“ შტატებში ყოველთვიურად 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩინური აპლიკაცია განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. აპლიკაცია უკვე აკრძალა ინდოეთმა, ავსტრალია კი საკითხის განხილვის პროცესშია.

წყარო

Facebook Comments