ფლორიდის შტატს ქარიშხალი უახლოვდება – საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

შტატებში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოახლოებული ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: ფლორიდის შტატს ქარიშხალი უახლოვდება. თქვენი უსაფრთხოების დაცვის მიზნით თადარიგი დაიჭირეთ და იმოქმედეთ ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებების მიხედვით.

კატასტროფისთვის მზადყოფნისთვის საჭირო ნივთები:

ზოგადი: მაშუქი/ფარანი, რადიო მოწყობილობა, თანხა (ქარიშხლის დროს ბანკები და ბანკომატები არ იმუშავებს)

პირველადი სამედიცინო ნივთები: პირველადი დახმარების სახელმძღვანელო, სხვადასხვა ზომის სტერილური წებოვანი ბინტი, საპონი, რეზინის ხელთათმანები, მაკრატელი, ასპირინი და სხვა ტკივილგამაყუჩებლები, ანტისეპტიკური საშუალებები, თერმომეტრი

საკვები და წყალი: საკვები, რომელიც საკმარისი იქნება მინიმუმ 7 დღის მანძილზე, შეფუთული ან დაკონსერვებული საჭმელი, წვენები, ბავშვის საკვები, დიეტური საკვები, ერთჯერადი თეფშები, ერთჯერადი ჭიქები, წყალი (1 გალონი თითო ადამიანზე)

შინაური ცხოველებისთვის: ცხოველების საკვები, წყალი, სამედიცინო ჩანაწერები, წყლის და საკვების ჯამი

მნიშვნელოვანი დოკუმენტები: სადაზღვეო ბარათი, სამედიცინო ჩანაწერები, საბანკო ანგარიშები, სოციალური დაცვის ბარათის ასლი, დაბადების მოწმობის/ქორწინების მოწმობის ასლები

COVID-19 რეკომენდაციები: პირბადე, სველი ტილოები, ხელის სადეზინფექციო საშუალებები

Facebook Comments