ამერიკის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს ბეირუთის ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ

ლიბანში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან, გასვლის შემთხვევაში კი, აუცილებლად ატარონ ნიღბები.

საელჩოში ვარაუდობენ, რომ ბეირუთში აფეთქების დროს ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, დაშავდა 5000-ზე მეტი ადამიანი.

წყარო

Facebook Comments