24 აგვისტოს, ნიუ იორკში მუზეუმები და გალერეები გაიხსნება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ნიუ იორკში, მუზეუმები და გალერეები გაიხსნება, თუმცა, სავალდებულო იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების შესრულება.

ნიუ იორკის მერის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, დაწესებულებები 24 აგვისტოს გაიხსნება და დამთვალიერებლები ვალდებულნი იქნებიან, შენობაში ყოფნისას, პირბადე გაიკეთონ. ამასთან, სავალდებულო იქნება ვიზიტორთა ნაკადის რეგულირება და ბილეთების წინასწარ შეძენა. 

ნიუ იორკში კულტურული დაწესებულებები ეპიდვითარებიდსნ გამომდინარე, მარტის შუა რიცხვებში დახურეს.

Facebook Comments