თექსისის და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლორა“ უახლოვდება

თექსისის და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლორა“ უახლოვდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება უკვე გასცა.

როგორც მოსალოდნელია, შტორმი შტატების სანაპიროს კუბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან მექსიკის ყურის გავლით და თექსისის, ასევე ლუიზიანის სანაპიროებს 26 აგვისტოს დაატყდება თავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ლუიზიანას შტორმმა „მარკომ“ გადაუარა.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლუიზიანის შტატი სტიქიური უბედურების ზონად უკვე გამოაცხადა.

თექსისი სანაპირო ქალაქებიდან გაცემულია 385 ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება. ლუიზიანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან კი, 200 ათასი მცხოვრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ორივე შტორმს კარიბის ზღვის აუზში უკვე მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი. გარდაცვლილია სულ მცირე 20 ადამიანი.

წყარო

Facebook Comments