ფორმა 1099-MISC 2020 წელს ფორმა 1099-NEC-ით იცვლება

1099-MISC თუ 1099-NEC (nonemployee compensation) 2020 წლის საგადასახადო წელს ცვლილებაა ფორმა 1099- ების სერიაში.

2020 წლისთვის ყველასთვის ცნობილი ფორმა 1099-MISC independent contractor-ებისთვის შეიცვლება ფორმა 1099-NEC-ით.

ეს მოხდება მხოლოდ იმ შემოსავლების მიმღებებისთვის ვისაც independent contractor-ეწოდება., ანუ გამოიმუშავებს ნებისმიერ non-employee compensation (Schedule C or Schedule F), ამ დრომდე ეძლეოდა ფორმა 1099-MISC.

2020 წელს 1099-NEC მიიღებს შემდეგი შემოსავლის მიმღებნი:

· Independent contractor- დამოუკიდებელი კონტრაქტორების შემოსავალი

  • Fees გამომუშავებული შემოსავალი
  • Commissions-საკომისიო
  • Prizes-პრიზები
  • Awards-ჯილდოები

2020 წელს ფორმა 1099-MISC კვლავ დარჩება და გამოყენებული იქნება შემდეგი სახის შემოსავლების რეპორტირებისთვის:

· Royalties -როიალტი-სალიცენზიო პროცენტი, პატენტით სარგებლობის გადასახადი.

· Rent-ყველანაირი ქირა

· Fishing boat proceeds, სათევზაო გემის შემოსავალი

· Medical and health care payments, სამედიცინო და ჯანდაცვის შემოსავალი

· Substitute payments in lieu of dividends or interest ზოგიერთი დივიდენდის ან პროცენტის შემცვლელი შემოსავალი

· Crop insurance proceeds- დაკარგული მარცვლეულის მოსავლის დაზღვევის ანაზღაურება

· Excess golden parachute payments-გარკვეული სახის დაზღვევის გადასახადი ზოგიერთი კორპორაციის დირექტორებისთვის.

· Gross proceeds paid to an attorney- ადვოკატის გასამრჯელო

1099-NEC გამოყენებული იქნა 1982 წელს მხოლოდ და იმის გამო რომ 2020 წელს კარანტინის გამო სახელმწიფო დახმარებებით და სესხებით, ბევრი ახალი კატეგორიის შემოსავალი გამოვიდა არენაზე, შემოსავლების უკეთ დიფერენცირებისთვის 2020 წელს IRS-მა form 1099-NEC უკან დააბრუნა.

ფორმა 1099-NEC გაგზავნის ვადა 2021 წლის 1 თებერვალია, ამიტომ, ვინც ხართ კონტრაქტორი ამ ფორმას ელოდეთ გვიან იანვარში ან ადრე თებერვალში და იმათ ვისაც გაქვთ ბიზნესი (ბიზნესის მფლობელები) და გყავთ ჩეკით გადახდილი Independent contractor-ები და აპირებთ 1099 გამოცემას, ეს უნდა გააკეთოთ 1-ლ თებერვლამდე.

“Georgian Herald – ქართული მაცნე” მადლობას უხდის სტატიის ავტორს – დალი ხოხობაშვილს (Enrolled Agent with IRS)

Facebook Comments