ნიუ იორკის სკოლები 21 სექტემბერს გაიხსნება

ნიუ იორკის სკოლებში სასწავლო პროცესი 21 სექტემბერს განახლდება, – ინფორმაციას ქალაქის მერი – ბილ დი’ბლაზიო ადასტურებს.

“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ და წინ მივდივართ. 21 სექტემბერს, სკოლები გაიხსნება და ჩვენ “შერეული მეთოდით” სწავლას მთელი ძალებით შევუდგებით. რაც შეიძლებოდა 10 სექტემბერს მომხდარიყო ახლა 21 სექტემბერს მოხდება.” – განაცხადა დი’ბლაზიომ.

სწავლება ე.წ. „შერეული მეთოდით“ განახლდება, რაც გულისხმობს იმას, რომ, კვირის განმავლობაში, მოსწავლეები საკლასო ოთახში მხოლოდ ორ ან სამ დღეს გაატარებენ.

21 სექტემბრამდე კი, მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესიც განახლდება და ისინი 16, 17 და 18 სექტემბერს ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან.

ნიუ იორკის სკოლებში სწავლა 10 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პედაგოგთა პროფკავშირმა ეს გააპროტესტა. მასწავლებლების განცხადებით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომების ორგანიზება შეძლებოდათ.

წყარო

Facebook Comments