შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ ინციატივაში ჩართვას არ აპირებს

შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ ინციატივაში არ ჩაერთვება. აღნიშნული ინფორმაცია პრესაში ვრცელდება.

საქმე ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, წარმოებას და ყველა ქვეყანაში თანაბრად დისტრიბუციას გულისხმობს.

„დონალდ ტრამპის მეთაურობით, ვაქცინისა და თერაპიის კვლევა, განვითარება და კლინიკური ცდები უპრეცედენტო სიჩქარით მიმდინარეობს, რათა წარმოვადგინოთ ნოვატორული, ეფექტური წამლები, რომლებიც იქნება უსაფრთხო, კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნება და მათი ხელმისაწვდომობა ბიუროკრატიამ არ უნდა შეაკავოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვირუსი დავამარცხოთ, მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაფერხებს მულტილატერალური ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციული და ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავლენით მოქმედებენ“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ძალისხმევაში ჩართვას 170-ზე მეტი სახელმწიფო აპირებს.

წყარო

Facebook Comments