ახალი ვადები იმათთვის ვინც დარჩა $1200 მასტიმულირებელი ჩეკის გარეშე

შტატებში პანდემიის Economic Impact Payment- ს განაწილების მერე კიდევ 9 მილიონი ადამიანია დარჩენილი რომლებსაც არ გაუკეთებით 2018 და 2019 წლის დეკლარაციები და არც მოუთხოვიათ კუთვნილი $1200.

IRS-მა ამ ინდივიდებისთვის უკვე წერილები გაამზადა სადაც მოუწოდებს რომ დარეგისტრირდნენ 15 ოქტომბრამდე როგორც NON-FILER და დაელოდონ თავიანთ კუთვნილ $1200.

უკვე 7 მილიონმა ადამიანმა, ვისაც არ ჩაუბარებია 2018 და 2019 დეკლარაციები გამოიყენა ეს დასარეგისტრირებელი სისტემა და მიიღო კიდეც თანხა.

IRS განმარტებით ვისაც 2018 და 2019 წელს არ გაუგზავნია დეკლარაცია, ძნელია მათზე დადგინდეს ეკუთვნით თუ არა მაატიმულირებელი პაკეტი ინფორმაციის სიმცირის გამო. ამირომ IRS მოუწოდებს ყველას 15 ოქტომბრამდე, რომ სახელმწიფოს მიაწოდოთ თქვენზე ინფორმაცია. იმათ ვინც სცადეს და ვერ მისწვდნენ სისტემას, მოუწოდებს კიდევ სცადონ მეორედ დარეგისტრირება. კიდევ ერთხელ მოგაწვდით აქ ლინქს სადაც NON-FILER-ები უნდა დარეგისტრირდეთ: აღნიშნულ ბმულზე

თუ ვერც ეხლა მოახერხეთ დარეგისტრირება, და არც წინა წლების დეკლარაციები გაქვთ გაკეთებული, მოითხოვეთ ის 2020 წლის დეკლარაციის შევსებისას.

დასკვნისთვის, IRS-მა მასტიმულირებელი პაკეტის მისაღებად ბოლო ვადა 15 ოქტომბერი გამოაცხადა. დაურიგებელი თანხები 2021 წელს განაწილდება 2020 წლის დეკლარაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ასევე, 2020 წელს დაბადებულ ბავშვებზე იგივე წესი ვრცელდება.

“Georgian Herald – ქართული მაცნე” მადლობას უხდის სტატიის ავტორს, ქალბატონ დალი ხოხობაშვილს (ENROLLED AGENT WITH IRS)

Facebook Comments