ხანძრის გამო, ორეგონის შტატში 500 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მასშტაბური ხანძრის გამო, ორეგონის შტატში 500 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუირებული ადამიანების რიცხვი შტატის მოსახლეობის 10%-ია, ხანძარი ორეგონის შტატში 360 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

ქვეყნის ნაციონალური უწყებათაშორისი სახანძრო ცენტრის ინფორმაციით, ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა. საერთო ფართობი კი 1.7 მილიონ ჰექტარს აჭარბებს.

Facebook Comments