ქვეყანას ქარიშხალი “სალი” უახლოვდება

შეერთებულ შტატებს ტროპიკული ქარიშხალი “სალი” უახლოვდება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში გააკეთეს.

მეტეოროლოგების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე სავარაუდოდ 85 კმ/სთ-ში მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ ის მეორე კატეგორიის ქარიშხალია.

სტიქია ქვეყნის სანაპიროს სავარაუდოდ სამშაბათს მიაღწევს. თუ ქარიშხლის გადაადგილების მარშრუტი არ შეიცვლება, ის გადაუვლის ლუიზიანას, ფლორიდას, მისისიპისა და ალაბამას. სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალმა შესაძლოა, უხვი ნალექი და წყალდიდობა გამოიწვიოს.

ქალაქ ახალი ორლეანის ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებლებმა ევაკუაციის განკარგულება უკვე მიიღეს.

წყარო

Facebook Comments