პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბრიდან ქვეყანაში “ტიკ-ტოკის” აპლიკაცია დაიბლოკება

პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბრიდან შტატებში “ტიკ-ტოკის” აპლიკაცია დაიბლოკება. ამასთან, 20 სექტემბრიდან დაიბლოკება კიდევ ერთი ჩინური აპლიკაცია, – “ვიჩეთი”.

შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 6 აგვისტოს გაცემულ აღმასრულებელ ბრძანებას ემორჩილება, რომლითაც პრეზიდენტმა “ტიკ-ტოკს” აპლიკაციის ამერიკულ კომპანიაზე გასაყიდად 45 დღე მისცა. ბრძანების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია შტატებში დაიბლოკებოდა.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ აპლიკაცია არსებული ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან “ტიკ-ტოკის” მეშვეობით ჩინეთის მთავრობას ამერიკელი მოსახლეობის პირად ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.

წყარო

Facebook Comments