ნიუ იორკის უბნებში შეზღუდვები აღდგება

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, ნიუ იორკში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები აღდგება.

ქალაქის მერმა, ბილ დი’ბლაზიომ შტატის ხელმძღვანელობას უკვე მიმართა ნებართვისთვის, რომ ცხრა უბანში სკოლები და მეორეხარისხოვანი ბიზნესობიეტები დახურონ.

ქალაქის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, იგეგმება 100-მდე საჯარო და 200-მდე კერძო სკოლის დახურვა. მუშაობას კვლავ შეწყვეტენ დახურულ სივრცეებში განთავსებული კვების ობიექტები, რომელთაც მუშაობის უფლება სულ რამდენიმე დღის წინ მიეცათ. აღნიშნულ 9 უბანში დაიხურება გარე სივრცის მქონე რესტორნებიც და სავარჯიშო დარბაზები.

სამლოცველოები კვლავ ღია რჩება, თუმცა სავალდებულო იქნება უსაფრთხოების წესების დაცვა. ახალი შეზღუდვების ამოქმედება 7 ოქტომბრიდან იგეგმება.

წყარო

Facebook Comments