თექსისის და ლუიზიანას შტატებს ქარიშხალმა “დელტამ” გადაუარა

ქარიშხალ “დელტას” მოახლოების გამო თექსისსა და ლუიზიანას შტატებში 600 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კერძოდ, ტექსისში ელექტროენერგიის გარეშე 108 ათასი ადამიანი, ლუიზიანაში კი 451 ათასი ადამიანი დარჩა.

ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თექსისისა და ლუიზიანის ზღვისპირა რაიონებში შტორმია გამოცხადებული, ძლიერ წვიმებს შესაძლოა წყალდიდობა მოყვეს.

ამჟამად “დელტა” პირველი კატეგორიის ქარიშხლად ითვლება, ქარის სიჩქარე 40,2 მ/წ შეადგენს.

წყარო

Facebook Comments