გასულ კვირაში ნიუ იორკში 150 000 $ ოდენობის ჯარიმა დაიწერა

გასულ კვირაში, ნიუ იორკში კარანტინის წესების დარღვევისთვის $150 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. ჯარიმები გამოიკვეთა, “წითელ” ზონად დასახელებულ ადგილებში: რესტორნებში და სხვადასხვა დაწესებულებებში.

როგორც ცნობილია, შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს მიერ შემოღებული ახალი შეზღუდვები ძალაში 8 ოქტომბერს შევიდა. ისინი მოქმედებს ბრუკლინისა და ქუინსის ცხელ წერტილებში, ასევე ბრუმის, ორანჟისა და როკლენდის ქაუნთებში.

საკარანტინო წესების დარღვევის გამო, დაჯარიმდა ხუთი ებრაული დაწესებულება (15 ათასი დოლარით) რადგან ადგილზე ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

კვირას გამართულ ბრიფინგზე, კუომომ თქვა, რომ შტატში COVID-19 ტესტის დადებითი მაჩვენებელი ოქტომბრის დასაწყისში შემცირდა, სექტემბრის დასაწყისიდან კი ვითარება რადიკალურად მძიმე იყო, ეს კი ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვის გაორმაგებამ გამოიწვია.

შეზღუდვები ეხება “წითელ” ზონაში მდებარე სალოცავ სახლებსაც, შერიფი ჯოზეფ ფუშიტოს განცხადებით 15 000$-იანი ჯარიმა შესაძლოა მათთვისაც გაიცეს. ივნისის თვეში სამმა მართლმადიდებელმა ებრაელმა და ორმა კათოლიკე მღვდელმა ენდრიუ კუომოს და ბილ დი’ბლაზიოს წინააღმდეგ სასამართლოში საერთო სარჩელიც შეიტანეს, მათ ნიუ იორკის ხელისუფლება დაადანაშაულეს რელიგიური მსახურების აკრძალვაში.

წყარო

Facebook Comments