COVID-19-ის პრევენციის მიზნით ნიუ იორკი ზონების მიხედვით დაიყო: რა უნდა ვიცოდეთ?

COVID-19-ის პრევენციის მიზნით, ნიუ იორკს ახლა აქვს ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი COVID-19 ზონები. აღნიშნული ზომები ხელისუფლებამ ვირუსის შეჩერების გამო მიიღო, მოსახლეობას კი გარკვეული დირექტივების დაცვა მოუწევს.

ქუინსი და ბრუკლინი – “წითელი”, “ნარინჯისფერი” და “ყვითელი ზონები”

პროტოკოლი: რუქაზე აღნიშნული რაიონების მაცხოვრებლები ვალდებულნი არიან შეასრულონ დირექტივები და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რაც ოფისების, სკოლების, ეკლესიების, კაფეებისა და რესტორნების მონახულების შემდგომ უნდა შეასრულონ.

ეკლესიები: “წითელ” ზონაში დასაშვებია დატვირთვის მაჩვენებელი, არაუმეტეს 25%, ან 10 კაცამდე; “ნარინჯისფერ” ზონაში დატვირთვის მაქსიმალური მაჩვენებელი 33% ან 25-მდე ადამიანია (როგორც შიგნით, ისე გარეთ); “ყვითელ” ზონაში – 50%.

მასობრივი შეკრებები: აკრძალულია “წითელ ზონაში”; “ნარინჯისფერში” – დასაშვებია, იმ პირობით, თუ მონაწილეთა რაოდენობა როგორც შენობაში, ისე მის გარეთ არ აღემატება 10 ადამიანს; ერთდროულად 25-მდე ადამიანი შეიძლება შეიკრიბოს “ყვითელ” ზონაში.

ბიზნესი: “წითელ” ზონაში მხოლოდ ძირითადი საწარმოების ფუნქციონირება შეუძლიათ, რომლებიც მნიშვნელოვანია ქალაქის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. “ნარინჯისფერში” – დახურულია ყველა საწარმო, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი ქალაქის სიცოცხლის შესანარჩუნებლად (სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და ა.შ.); “ყვითელ” ზონაში ბიზნესი განაგრძობს მუშაობას უცვლელი სახით.

კაფეები და რესტორნები: “წითელ” ზონაში, კვების ობიექტებს მხოლოდ წასაღები საკვების მომზადების უფლება აქვთ; “ნარინჯისფერ” ზონაში სადილები ნებადართულია მხოლოდ გარეთ (ერთ მაგიდაზე უნდა ისხდეს ოთხამდე ადამიანი); “ყვითელში” – დაშვებულია როგორც დარბაზების შიგნით, ასევე ტერასებზე (ერთ მაგიდაზე ოთხი ადამიანი)

სკოლები: საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია “წითელ” და “ნარინჯისფერ” ზონებში, სწავლება ტარდება მხოლოდ დისტანციურად/ონლაინ რეჟიმში; “ყვითელ” ზონაში სკოლები განაგრძობენ მუშაობას, ყოველკვირას მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა უნდა გაიარონ COVID-19 ტესტი.

წყარო

Facebook Comments