ამერიკის საელჩო საქართველოში, არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ამერიკის საელჩო საქართველოში, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქართველებმა იბრძოლეს თავიანთი თავისუფლებისთვის, ისევე, როგორც – ამერიკელებმა. თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო სიყვარული საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია. ნამდვილი დემოკრატიის ფუნდამენტი არის სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება.

როგორ ეხმარება ამერიკა საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თავი მოვუყარეთ ინფორმაციას ჩვენი მრავალფეროვანი მხარდაჭერის შესახებ, რაც კოვიდ-19-ისა და შესაძლო კიბერთავდასხმებისთვის უსაფრთხოების მზაობასაც მოიცავს: https://go.usa.gov/x7bMr

წყარო

Facebook Comments