ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 6 ხმა აშორებს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიებს 5 შტატის მონაცემები აქვთ დასათვლელი. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მოსახლეობამ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.

ნევადაში ამ დროისთვის ჯო ბაიდენს ხმათა 49,3%, ტრამპს კი 48,7% აქვს (დათვლილია ხმების 75%), ალასკა – ჯო ბაიდენი 33,5%, დონალდ ტრამპი 62,1% (დათვლილია 50%); პენსილვანია – ჯო ბაიდენი 48,1%, დონალდ ტრამპი 50,7% (დათვლილია 89%); ჩრდილოეთ ქეროლაინა – ჯო ბაიდენი 48,7%, დონალდ ტრამპი 50,1% (დათვლილია 94%); ჯორჯია – ჯო ბაიდენი 49,1%, დონალდ ტრამპი 49,6% (დათვლილია 98%).

ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს 264 ხმა, მოქმედ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს კი 214 ხმა აქვს.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს.

როგორც უკვე ვიცით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

Facebook Comments