ჯო ბაიდენმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა.

ბაიდენის, როგორც ამერიკის 46-ე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება, იგი ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება, ინაუგურაციის დროს ბაიდენი 78 წლის იქნება. აქამდე ყველაზე ხანდაზმული მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გახლდათ, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წელს 70 წლის ასაკში დაიკავა.

დონალდ ტრამპი ასევე გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია. 28 წლის წინ, ქვეყნის 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონმა დაამარცხა.

Facebook Comments