შეიცვალა ნიუ იორკის შტატში შემოსვლის რეგულაცია და წესები

ნიუ იორკის მასშტაბით ამოქმედდა შტატში შემოსვლის ახალი პროტოკოლი, რომელიც ეხება როგორც შტატებს შორის ასევე საერთაშორისო მგზავრებს.

ყველა მგზავრი, რომელიც შემოდის ნიუ იორკის შტატში, სხვა შტატიდან (რომელიც არ ესაზღვრება ნიუ იორკს) და CDC-ის (აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მიერ აღნიშნულ  მე-2 და მე-3 საფრთხის დონის მქონე ქვეყნიდან, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს შემდეგი წესების დაცვით:

 მგზავრები, რომლებიც შტატის გარეთ იმყოფებოდნენ 24 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით:

· ნიუ იორკის შტატში შემოსვლამდე, აუცილებელია მგზავრმა 3 დღით ადრე ჩაიტაროს შესაბამისი ტესტი COVID-19-ის გამოსავლენად;

· ნიუ იორკის შტატში შემოსვლისთანავე, მგზავრი უნდა გადავიდეს კარანტინში (თვით-იზოლაციაში) 3 დღით;

· კარანტინის მეოთხე დღეს, მგზავრმა უნდა ჩაიტაროს კიდევ ერთი COVID-19 ტესტი. თუ ორივე ტესტის პასუხი არის უარყოფითი, მგზავრს შეუძლია დატოვოს კარანტინი მეორე უარყოფითი პასუხის მიღების შედმეგ.

მგზავრები, რომელთა შტატის გარეთ ყოფნის პერიოდი არ აღემატება 24 საათს:

· შტატში შემოსასვლელად მგზავრს არ სჭირდება წინასწარ მიღებული COVID-19 ტესტის პასუხი;

· მგზავრს არ სჭირდება კარანტინის გავლა;

· მგზავრმა აუცილებლად უნდა შეავსოს „მგზავრობის ფორმა“ ნიუ იორკის შტატში შემოსვლისას. შემოსვლიდან 4 დღის შემდეგ, მგზავრმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს COVID-19 ტესტი. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრს დაუკავშირდებიან იზოლაციის წესებთან და კონტაქტების მოძიებასთან დაკავშირებით.

ზოგადი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნიუ იორკის შტატის ცხელ ხაზზე: 1-888-364-3065

წყარო

Facebook Comments