COVID-19-ის გამო ნიუ იორკში სკოლები კვლავ დაიხურა

COVID 19-ის ეპიდვითარების გაუარესების გამო გამო ნიუ იორკში სკოლები კვლავ დაიხურა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 300 ათასამდე სკოლის მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადავა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 19 ნოემბერს შევიდა, მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომაა და სკოლები მაშინვე გაიხსნება, როგორც კი ეს უსაფრთხო გახდება. სკოლების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ნიუ იორკში კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტებმა 3%-ის შემთხვევაში დადებითი შედეგი აჩვენა. მანამდე სკოლების ონლაინ-სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება შტატების სხვა ქალაქებშიც მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ნიუ-იორკში შეერთებული შტატების სხვა რეგიონებთან შედარებით COVID 19-ის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან მეგაპოლისში კორონავირუსისგან 35 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო

Facebook Comments