როგორ მუშაობს საპენსიო სისტემა ა.შ.შ-ში და რა უნდა იცოდეს რიგითმა მოქალაქემ?

ურთულესი საპენსიო სისტემა შეერთებულ შტატებში სახელმწიფოსა და უოლ-სტრიტის საინვესტიციო ბაზრის ერთ-ერთი ფინანსური დასაყრდენია. შეერთებულ შტატებში ორგვარი საპენსიო სისტემა არსებობს: 1. სახელმწიფო პენსია ( Public Pensions) და 2. პროფესიონალური- კერძო პენსია (Occupational Pensions).

1. სახელმწიფო საპენსიო სისტემა (OASDI – Old-Age, Survivors, and Disability Insurance program ) ფინანსდება გადაახადების გადამხდელთა მიერ (როგორც დამკირავებლების ასევე დაკირავებულების მიერ) სოციალური უსაფრთხოების გადასახადებით ( social security taxes) (84%), ასევე მდიდარი მოსახლეობის მიერ დამატებითი სოციალური გადასახადით (2%) და გაერთიანებული ნდობის ფონდების სარეზერვო თანხებით (დროებით თავისუფალი თანხები (accumulated trust funds reserves) (14%). სახელმწიფო საპენსიო სისტემაში დამქირავებული და დაქირავებული ერთნაირ პროცენტს იხდიან. კანონიერი საპენსიო ასაკი 62 დან 67 წელს შორის მერყეობს.

2. პროფესიონალური- კერძო პენსია (Occupational Pensions) გროვდება კერძო სექტორში. 43% დამქირავებლებისა კერძო სექტორში, დღეს თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიონალურ საპენსიო ფონდს. ყველაზე პოპულარული საპენსიო ფონდი დგეს არის 401(k) plan, რომელიც ირიცხება თანხები ხელფასიდან დამქირავებლისა და დაქირავებულის მიერ. საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა არ იბეგრება გადასახადით; 2019 წელს მაქსიმუმი თანხა რაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ თქვენი ხელფასიდან და არ გადაიხადოთ გადასახადი, $ 19,000.00 იყო. გარდა 401(k) plan, ასევე არსებობს : 403(b) plans, 457 plans, Thrift Savings Plans, Employer-sponsored IRAs, A SIMPLE IRA plan, SEP IRA, აქედან ყველაზე პოპულარულია SEP IRA (Simplified Employee Pension plans), რომელიც ყველა თქვენგანს შეუძლია გააკეთოს თუ თვითდასაქმებული ხართ და დიდი ფედერალური გადასახადის გადახდის მაგივრად წლის ბოლოს, გარკვეულ თანხას (რამდენსაც შესძლებთ) თქვენ კერძო საპენსიო ფონდში ჩარიცხავთ. ასევე არანაკლებ პოპულარულია ტრადიციული ინდივიდუალური საპენსიო ფონდი IRA, რომელი თანხების ჩარიცხვითაც W2-ზე მომუშავე ადამიანებმა საგრძნობლად შეიძლება შეიმცირონ ფედერალური გადასახადები. კერძო საპენსიო ფონდის თანხა ბანდდება საინვესტიციო ფონდებში და დროთა განმავობაში იზრდება დივიდენდით, თქვენ უმატებთ თანხას ყოველ ხელფასზე, ან ყოველწლირურად, და ასევე თავისითაც ემატება. რადგან შეერთებული შტატების საინვესტიციო სისტემა ამ თანხებს ფინანსურ და სპეკულაციურ ოპერაციებში აბანდებს და ბაზარზე თამაშობს, არსებობს ორმხრივი ინტერესი იმისა, რომ თქვენ და ფონდის დროებითმა განმკარგველმა რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოთ. თუმცა, კერძო საპენსიო ფონდები რისკთანაც არის დაკავშირებული, რადგან საფონდო ბიჟაზე არ არის მუდამ ხელსაყრელი საინვესტიციო ამინდი. საპენსიო ფონდის შექმნა და სისტემატიურად თანხის ჩარიცხვა, ერთ-ერთი სწორი მეთოდია ფინანსური დაგეგმვის თუ როგორ გავზარდოთ ფინანსური უსაფრთხოება და ასევე გადავიხადოთ რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი.

სტატია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, (Enrolled Agent with IRS)

Facebook Comments