SBA PPP Loan – როგორ უნდა მოითხოვოთ სესხის თანხის ნაწილის პატიება

ვისაც გაქვთ აღებული $ 50,000 ზე ნაკლები SBA PPP loan, იმისთის რომ მოითხოვოთ თანხის ნაწილის პატიება, გამოიყენეთ ფორმა რომელიც აქ არის ბმულში მოცემული.

სესხის პატიება მხოლოდ იმათზეა გათვალისწინებული, ვინც თანხა ხელფასად გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია. ხელფასად ითვლება თანხა გადახდილი დაქირავებულ თანამშრომელზე ან მფლობელზე, რომელიც იხდის კვარტალურ ფედერალურ სოციალური უსაფრთხოების, მედიკეის და შემოსავლის გადასახადებს (ასევე შტატისასაც) ამ ხელფასზე. თვითდასაქმებულებისთვის ხელფასად ჩაითვლება საკითარ თავზე გადახდილი ხელფასი, როელზეც 2020 წლის ინდივიდუალურ დეკლარაციაში ფედერალურ და შტატის გადასახადებს გადაიხდით.

პატიების აპლიკაციას თან უნდა დაურთოთ ხელფასის და გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგალითად, კვარტალური სახელფასო უწყისები)
გახსენით ბმული და ფორმაზე ნახეთ, კითხვარი მეორე გვერდზე დეტალურ ინსტრუქციასაც შეცავს და სწორი ინფორმაციის შევსებისკენ მიჰყავხართ.

შეგიძლიათ მოითხოვოთ პატიება შემდეგ დანახარჯებზე: payroll costs to retain employees (ხელფასები); business mortgage interest payments (ბიზნესის საკუთრების იპოთეკური სესხის პროცენტზე) business rent or lease payments (ბიზნესის რენტაზე ან ლიზზე); or business utility payments (ბიზნესის-ოფისის კომუნალურ გადასახდებზე).

მოთხოვნასთან ერთად დაურთეთ გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (receipts).
ფორმა უნდა გაუგზავნოთ იმ ბანკს ან სესხის გამცემელ ორგანიზაციას, ვინც ეს სესხი მოგცათ. ამჯობინეთ კომუნიკაცია იმეილით.
პატიება ჯერ ჯერობით მხოლოდ PPP loanს ეხება.

ბმული ფორმა 3508S სთვის

სტატია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა Enrolled Agent with IRS

Facebook Comments