როგორ დაიბეგრება კრიპტოვალუტა 2020 წელს და რა უნდა იცოდნენ ბიტკოინით/კრიპტოვალუტით მოვაჭრეებმა

2020 წლის პერსონალურ დეკლარაციაში the Internal Revenue Service (IRS) უკვე ფორმა 1040-ის დასაწყისშივე სვავს კითხვას კრიპტოვალურის ყიდვა-გაყიდვის არსებობის შესახებ წლის განმავლობაში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა 2020 წლიდან.

2014 წელს კრიპტოვალუტა IRS მიერ განიმარტა როგორც „საკუთრება“ და არა როგორც ვალუტა. IRS-მა ის ამ კატეგორიას იმიტომ მიაკუთვნა რომ ხაზი გაესვა იმისთვის, რომ როგორც სხვა საკუთრება წარმოქნმის გადასახადებს, ასევე კრიპტოვალუტის ფლობა და ოპერაციებიც საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.

ბითკოინით და სხვა კრიპტოვალოუტით მოვაჭრე ინდივიდების საყურადღებოდ, ორი მიმართულების ოპერაციებიდან შემოსული თანხა იბეგრება და გაითვალისწონეთ, IRS კრიტერიუმად იყენებს შემოსავლის „რეალიზების პრინციპს“ (realization event)

1. თუ კრიპტოვალუტას იღებთ mining ოპერაციებიდან, ყოველიშემოსულითანხაუკვე რეალიზებულია და მაშინვეიბეგრება. Mining არის ვალუტის მიღება კომპიუტერის პროცესორების მიერ მატემატიკური პრობლემების ამოხსნის შედეგად (ჩართული კომპიუტერებით პროცესორები გამოიმუშავებენ კრიპტოვალუტას)

2. თუ გაყიდეთ ბიტკოინი ანდა გადაცვალეთ ქეშში ანდა საქონელში, ეს უკვე გაცვლა-გაყიდვაა ანუ მოგების რეალიზებაა და აუცილებლად საგადასახადო ეფექტი ექნება, ანუ წარმოქმნის გადასახადის გადახდის მოვალეობას და საგადასახადოსთან რეპორტირების მოვალეობას. შესაძლოა შედეგი წაბეგაც იყოს და გადასახადი არამც თუ მოგიმატოთ, არამედ სხვა წყაროებიდან წარმოქმნილი გადასახადი შეგიმციროთ კიდეც. ამ მეორე შემთხვევაში, იბეგრება მოგება რომელიც ყიდვისა და გაყიდვისას გადახდილ-შემოსული თანხების სხვაობით გამოითვლება Mining-ისგან განსხვავებით.

რა დაგჭირდებათ დეკლარაციისთვის რათა ზუსტად გამოთვალოს თქვენმა საგადასახადო პროფესიონალმა გადასახადები.

Mining-ის შემთხვევაშიგჭირდებათსაბაზროფასი იმდროისთვის, როცა ისგამოიმუშავეთMining-ით (კომპიუტერის პროცესორით) და ჩვეულებრივი ყიდვა გაყიდვის შემთხვევაში კი დაგირიგდებათ ფორმა 1099-B (B-Brokerage), ესაა ფორმა, რომელსაც ბროკერიანი ფონდი გამოგიგზავნით ან აგიტვირთავთ თქვენს გვერდზე, სადაც ამ გადარიცხვებს აკეთებთ (მაგალითად: რობინჰუდი, ანმერი ლინჩი, ან ჯპ მორგან ჩეისი და ა.შ.).

1099-B გჭირდებათ ასევეთუ ზოგადად ფასიანიქაღალდების ყიდვა გაყიდვას აწარმოებთ წლის განმავლობაში. თუ კრიპტოვალუტის ოპერაციები გამოტოვეთ დეკლარაციიდან, იცოდეთ რომ IRS ფეხდაფეხ მოგყვებათ და მხოლოდ დროის ამბავია გამომჟღავნება.

ვალუტით მოგების შემთხვევაში მთლიანი მოგება იბეგრება, მაგრამ წაგების შენმთხვევაში, ყოველწლიურად მხოლოდ წაგების $3,000-ის შემოსავლიდან გამოკლების- გადანაწილების აუფლება გაქვთ მანამ, სანამ ეს წაგება არ გათავდება ამას 20 წელიც რომ დაგჭირდეთ.

“Georgian Herald – ქართული მაცნე” მადლობას უხდის სტატიის ავტორს, ქალბატონ დალი ხოხობაშვილს (Enrolled Agent with IRS)

Facebook Comments