სენატმა $600 დახმარების ერთჯერადი პაკეტი გასანაწილებლად დაამტკიცა

Ა.შ.შ-ის სენატმა დაამტკიცა მეორე რაუნდი მასსტიმულირებელი ჩეკის, რაც თითოეულ ზრდასრულ ადამიანზე, და ასევე ბავშვზე ერთჯერადად $600 მიღებას გულისხმობს. პირველი რაუნდის სტიმულუს ჩეკის განაწილებისას ზრდასრულზე $1200 და ბავშვზე $500 იყო გამოყოფილი.

ექსპერტების აზრით, სტიმულუს პაკეტი ეკონომიკას საგრძნობლად მიეხმარება. ისევე რიგორც პირველ რაუნდში, 17 წელს გადაცილებული დეკლარაციაში მოთხოვნილი თქვენზე დამოკიდებული შვილები თუ მშობლები, არ მიიღებენ $600.

ანუ $ 600 განაწილდება დეკლარაციაში მთავარ გადასახადის გადამხდელ მეუღლეებზე და იმ 17 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გამოყოფილი ვინც 2019 ან 2018 წლის დეკლარაციაში ჩაიწერეთ. იმ დამოკიდებულ მშობლებზე, ნათესავებზე ან შვილებზე, ვინც 17 წელს გადაცილებული იყო 2019 წლის 31 დეკემბრისთვის, არანაირი დახმარება არ არის გამოყოფილი.

კვლავ ძალაში რჩება ის, რომ 2020 წელს დაბადებული ბავშვებზე ეხლა არაფერს არ მიიღებთ, მაგრამ როცა 2020 წლის დეკლარაციაში ბავშვი გამოჩნდება, ავტომატურად ეს სტუმულუს თანხის მოთხოვნაც იქნება.

შემოსავლის ზღვარი ერთ ადამიანზე $ 75,000 და ცოლ-ქმარზე $ 150,000. ანუ დასაქორწინებლებს, ვისაც $75,000 იდან $87,000 ქონდა წინა წლებში სრული ჩეკს ვერ მიიღებენ (მხოლოდ ნაწილობრივ), და ვისაც $ 87,000 ქონდა შემოსავალი, უკვე აღარანაირი ჩეკი არ ეკუთვნის. ცოლ-ქმარზე ეს თანხები $174,000 დან $198,000 მდეა ნაწილობრივი თანხისთვის და $198,000 შემოსავლის ზევით უკვე აღარანაირი თანხა არ ეკუთვნით.

“Georgian Herald • ქართული მაცნე” მადლობას უხდის სტატიის ავტორს, დალი ხოხობაშვილს (Enrolled Agent With IRS)

Facebook Comments