ჯო ბაიდენი ა.შ.შ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტზე ხელის არ მოწერის გამო აკრიტიკებს.

„პასუხისმგებლობის ასეთ უგულებელყოფას გამანადგურებელი შედეგები მოაქვს, ეს კანონპროექტი გადამწყვეტია, მას ხელი ახლავე უნდა მოეწეროს“, – განაცხადა პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა.

საუბარია 892 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტზე, რომელიც ა.შ.შ-ის მოქალაქეებისთვის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანონპროექტის მიერ შეთავაზებული დახმარება, 600 დოლარიდან 2 000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ეკონომისტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ კანონპროექტით გაწერილი 600 დოლარი საკმარისი არ არის, თუმცა, ამასთანავე, აუცილებელია ფინანასური დახმარების დაუყოვნებლივ დამტკიცებაც.

დონადლ ტრამპის ხელმოწერის გარეშე, 14 მილიონი ადამიანი დამატებითი დახმარების გარეშე დარჩება.

Facebook Comments