ა.შ.შ-ის 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 025 000 დოლარით დახმარებას ითვალისწინებს

ა.შ.შ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც უკვე მოაქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარით დახმარებას ითვალისწინებს.

საბიუჯეტო კანონში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.

ა.შ.შ-ის საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, ა.შ.შ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. ა.შ.შ-ის სახელმწიფო მდივანმა დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი ცენტრალური მთავრობების სია.

ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს ა.შ.შ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ა.შ.შ-ის ბიუჯეტის კანონში წერია, რომ სახაზინო დეპარტამენტის ინსტრუქციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელმა დირექტორებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

Facebook Comments