PPP loan მიმღებებისთვის – IRS სასტიკად გაფრთხილებთ

ვისაც გაქვთ აღებული PPP Loan მოგეთხოვებათ აწარმოოთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა თუ რაში დახარჯეთ სესხი. IRS ახალი რეგულაციით, ის ხარჯები, რაც ამ სესხით აღებული თანხიდან გადაიხადეთ არ შეიძლება დეკლარაციაში მოითხოვოთ, როგორც ბიზნესის ხარჯი.

არ აქვს მნიშვნელობა ეს თანხა უკვე გეპატიათ თუ არ გეპატიათ. ეს ხარჯები ჩვეულებრივ პირობებში ყოველთვის ჩამოიწერებოდა ხოლმე როგორც ბიზნესის ხარჯი. IRS საგადასახადო კანონი მკაცრად უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ 2020 წლის დეკლარაციაში ამ ხარჯების ჩამოწერა, რომელიც სესხით გადაიხადა საგადასახადო კანონდარღვევად ჩაითვლება.

ბიზნესის მფლობელი და სესხის ამღები იქნება სრულად პასუხისმგებელი კანონდარღვევაზე.

მართალია ეს რეგულაცია სენატმა გააპროტესტა, მაგრამ IRS-ის მყარი პოზიციიდან გამომდინარე, მან კანონის სახე მაინცმიიღო.

“Georgian Herald ∙ ქართული მაცნე” მადლობას უხდის დალი ხოხობაშვილს (Enrolled Agent to practice before IRS)

Facebook Comments