რატომ არის იანვარი საუკეთესო თვე ახალი ბიზნესის დასაწყებად?

ოფიციალურად, შეგიძლიათ ბიზნესი ნებისმიერ თვეში დაარეგისტრიროთ და დაიწყოთ საქმიანობა. მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამოცდილი და კეთილად განზრახული პროფესიონალები წლის ბოლო თვეს ბიზნესების რეგისტრაციის მსურველებს ურჩევენ რომ ბიზნესის რეგისტრაცია შემდეგი წლის იანვრამდე გადადოს თუ ძალიან სასწრაფო არ არის, და გადადება შეიძლება.

ეს იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობა მცირე ბიზნესები ირჩევენ კალენდარულ წელს და კალენდარული წელი დეკემბერში მთავრდება. დეკემბერში დარეგისტრირებულ კორპორაციას ერთი თვის გამო მთლიანი წლიური დეკლარაციის ჩაბარება მოუწევს, და თუნდაც იქ გადასახადი არ იყოს გადასახდელი შემოსავლის ჯერ არქონის გამო, მაინც ზედმეტი ხარჯი, ქაღალდომანია და მოვალეობაა. მაგრამ იანვრიდან დარეგისტრირებულ კორპორაციას თავისთავად მოუწევს კალენდარული 12 თვე, რაც ოპტიმალური სიტუაციაა საგარასახადო და ფულის დაზოგვის თვალსაზრისითაც.

რატომ მაინცდამაინც იანვარში? იმიტომაც რომ თუ თქვენ მუშაობთ კორპორაციის გარეშე, ეს ნიშნავს რომ თქვენი შემოსავალი ირიცხება როგორც თვითდასაქმებული (SS #-ზე), და ის თვეები სანამ კორპორაციას დაარეგისტრირებთ ინდმეწარმე ხართ და პერსონალურ დეკლარაციაში მოგიწევთ იმ შემოსავლის რეპორტირება. როდესაც კორპორაციას დარეგისტრირებთ, უკვე კორპორაცია მიიღებს შემოსავალს და ხარჯთაღრიცხვა კორპორაციის დეკლარაციაში მოხდება. ანუ, ერთ წელისადში ორ სხვადასხვა დეკლარაციაში მოგიწევთ ერთიდაიგივე საქმიანობიდან შემოსავლის რეპორტირება სახელმწიფოსთვის და ორი ცალკ-ცალკე ხარჯთაღრიცხვის წარმოება-შენახვა ორ სხვადასხვა ბანკის ანგარიშებზე მუშაობა. ამაში ერთი შეხედვით არაფერია გაუმართლებელი, მაგრამ გამოცდილება აჩვვენებს, რომ უფრო ეკონომიურია და ადვილი თუ მაინც აპირებთ ინკორპორაციას, იანვარში დაარეგისტრიროთ.

გარდა ამისა, გარშემო სხვა ბიზნესები, ვინც უნდა მოგცეთ სამუშაო-შემოსავალი, ან ისინი ვისაც უნდა გადაუხადოთ ხარჯები ამა თუ იმ შენაძენის თუ მომსახურებისთვის, უფრო მეტად არიან გარკვეული საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან წინა ფინანსური წელი დაამთავრეს და ახალი ძალებით აქტიურობენ იანვარში, რათა აანაზღაურონ ის საგადასახადო ხარჯები რაც გაისტუმრეს. ამ პირობებზე დაყრდნბით, ისინი უფრო ადვილად შემოდიან თქვენთან ბიზნეს კონტრაქტებში თუ სხვა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში ვიდრე თუნდაც შუა წელში, ან წლის ბოლოს.

სტატია მომზადებულია ავტორის მიერ საკუთარი და სხვა პროფესიონალების პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

“Georgian Herald ∙ ქართული მაცნე” მადლობას უხდის სტატიის ავტორს, ქალბატონ დალი ხოხობაშვილს (Enrolled Agent with IRS)

Facebook Comments