ბაიდენი: უსაბუთო მიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდი ექნებათ.

არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი

არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველელივე დღეს გეგმავს. კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს.

მსგავსი საიმიგრაციო პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია. კანონპროექტი ბაიდენს ლათინო-ამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა მიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს.

კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში (2021 წლის პირველი იანვრის ჩათვლით შემოსულები) ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ, დროებითი ლეგალური სტატუსის ან ცხოვრების/მუშაობის უფლების მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემებისა და FBI-ის (ფედერალური საგამოძიებო ბიუროს) კრიმინალურ შემოწმებას გაივლიან და სხვა რეზიდენტებისთვის ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ მიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ.

საიმიგრაციო ადვოკატების აზრით, ეს პროცედურა იქნება ნაზავი მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშებისა და ქორწინების საშუალებით გრინ-ქარდის აღების პროცედურებისა. ფინანსტისტების აზრით კი, საბოლოო ჯამში აშშ-ს ხაზინა ნახავს დამატებით მოგებას, რადგანაც დამატებით 11 მილიონამდე გადასახედების გადამხდელი ეყოლება ქვეყანას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში მსგავსი ტიპის ამნისტია სენატის მიერ 7-ჯერ იქნა დამტკიცებული.

  • 1986 წელს, პრეზიდენტ რეიგანის საიმიგრაციო რეფორმის ირკას აქტით 3 მილიონამდე მიგრანტს შეეხო ამნისტია.
  • 1994 წელს პრეზიდენტ ქლინთონის ამნისტია შეეხო 600,000-მდე მიგრანტს.
  • 1997 წელს დამტკიცდა ნაკარას აქტი, ცენტრალური ამერიკის მიგრანტებისთვის, ამნისტია შეეხო მილიონზე მეტ მიგრანტს.
  • 1998 წლის ჰრიფას აქტი, რომელიც შეეხო კონკრეტულად კუნძულ ჰაიტიდან შემოსულ 200,000-მდე მიგრანტს.
  • 2000 წლის ამნისტია, რომელიც აფართოვებდა რეიგანის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ირკას აქტს და შეეხო 500,000-მდე მიგრანტს.
  • 2000 წლის ნაკარას მეორე, ლაიფის სახელით ცნობილი აქტი, რომელიც შეეხო მილიონამდე ნიკარაგუელ მიგრანტს.
  • 2010-ში დაწყებული და 2014 წელს პრეზიდენტ ობამას მიერ გაფართოებული ამნისტია, ესენია დაკასა და დაპ-ას სახელით ცნობილი აქტები. დაკას აქტი შეეხო იმ მიგრანტებს, რომელიც მშობლებმა, არასრუწლოვნები შემოიყვანეს აშშ-ს ტერიტორიაზე. თავდაპირველად გათვლილი იყო 800,000-მდე ასეთი მიგრანტის შეწყალება. თუმცა. საბოლოოდ 2 მილიონამდე გაიზარდა ეს რიცხვი. დაპ-ას აქტი შეეხო 5 მილიონზე მეტ უსაბუთო მიგრანტს.

წყარო

Facebook Comments