პრობლემა, სისტემურია და ის უსამართლოა, აცხადებენ სხვადსხვა მძღოლები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ კომპანიებს ჰყავთ დასაქმებული. მაგალითისთვის Uber-იც და Lyft-იც უარს აცხადებენ მძღოლების თანამშრომლად გაფორმებაზე და მათ მხოლოდ დამოუკიდებელი, თვითდასაქმებულის სტატუსს სთავაზობს. ამ გზით, კომპანიები ცდილობენ აიცილონ კანონი, რომლის თანახმადაც მათ დაეკისრებათ მინიმალური ხელფასის გადახდა. გარდა მინიმალური ხელფასისა, კომპანიები თავიდან იცილებენ შტატის სავალდებულო თანამშრომლის დაზღვევის აუცილებლობას. Workers’ compensation-ის გვერდის ავლით კომპანია ზოგავს მილიარდებს. Workers’ compensation-ის არსებობის შემთხვევაში მძღოლები დაზღვეულები იქნებიან ავტო საგზაო შემთხვევისას ხელფასის დაკარგვისგან და ჯანმრთელობის დაზიანების კომპენსაციით
როგორ იხდიან კომპანიები ახლა? ისინი უფორმებენ კონტრაქტებს თვითდასაქმებულ ადამიანებს, კომპანიები მძღოლებს უნაზღაურებენ მხოლოდ იმ დროს, რასაც ისინი ატარებენ მგზავრთან ერთად, უგულებელყოფილია ის დრო, როდესაც მძღოლი მოლოდინის რეჟიმშია და ასევე კომპანია არ იხდის ფულს იმაში, როცა მძღოლი ადგილზე აკითხავს მგზავრს.
მხოლოდ ქალაქ ნიუ იორკში 10,000-მდე უბერის მძღოლია, რომლებიც ერთხმად აპირებენ გაფიცვას და სისტემის გათიშვას, რითაც ისინი საკუთარი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვენ. 8 მაისს, დილის 7 საათიდან 9 საათამდე შემდეგი ქალაქების მძღოლები გაიფიცებიან: ლონდონი, ნიუ იორკი, ჩიკაგო, სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესი, სან დიეგო, ფილადელფია და კოლუმბიის ოლქი – ვოშინგტონი. ამავე დღეს, დღის 1 საათზე, ლიფტისა და უბერის სათაო ოფისთან ლონგ აილენდ სითიში გაიმართება მანიფესტაცია.
Facebook Comments