Prenup ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ა.შ.შ-ში კანონი განსაზღვრავს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მეუღლეებს უფლება აქვთ, როგორც დაქორწინებამდე, ისე ნებისმიერ დროს, ქორწინების განმავლობაში, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათი ქონებრივი უფლებები, კანონისგან განსხვავებულად მაგრამ არა მის საწინააღდეგოდ დაარეგულირონ.

საყურადღებოა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით, მხოლოდ ქონებრივი/ფინანსური უფლება–მოვალეობების განსსაზღვრა შეიძლება! ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა პირადი უფლებები და მოვალეობები, თუმცა შესაძლებელია ამ უფლება-მოვალეობის სიის დართვა და ნოტარიულად დამტკიცება.

საქორწინო ხელშეკრულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე Pre-nuptial agreement, ისე რეგისტრაციის შემდეგ Post-nuptial agreement, ანუ ნებისმიერ დროს. თუ კი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე დაიდო, იგი ძალაში მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან შევა.

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და უნდა დადასტურდეს ნოტარიულად, მოწმეთა თანდასწრებით. ხელშეკრულებით, მეუღლეებმა შეიძლება განსაზღვრონ როგორც უკვე არსებული, ისე მომავალში შეძენილი ქონების ბედი. მათ შეუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავისი ქონება ან დაადგინონ თითოეულის ნაწილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე, ასევე ხელშეკრულებაში აუცილებელი მუხლია მეუღლეების ვალები. მეუღლეებს შეუძლიათ, გააერთიანონ თავისი ვალები ან დაადგინონ თითოეულის ნაწილობრივი ან განცალკევებული პასუხისმგებლობა კრედიტორებთან. (მაგალითად თუ ერთ ერთ მეუღლეს აქვს ბანკის ვალი ამ ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიდოს რომ ეს ვალი რჩება მხოლოდ ამ მეუღლის ვალდებულება და არ გადანაწილდეს ორივე მეუღლეზე, ან თუ ერთი მეუღლე ელოდება ქონების მემკვიდრეობით მიღებას, კონტრაქტში შეიძლება ჩაიდოს რომ ქორწინება არ გავრცელდეს ამ ქონებაზე. და ა.შ.)

ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებული შეიძლება იყოს, თითოეული მეუღლის მიერ, ოჯახის შემოსავალში მონაწილეობის პირობები, საოჯახო ხარჯების გაწევის წესები და ასევე, თუ ვინ რა ქონებას მიიღებს განქორწინების შემდეგ.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს:

  • მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა;
  • მშობლების უფლება–მოვალეობები შვილების მიმართ;
  • საალიმენტო მოვალეობანი;
  • დავის შემთხვევაში – სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

ასევე, ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინბულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძმე მდგომარეობაში აყენებს ერთ–ერთ მეუღლეს. საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა დასაშვებია, თუ კი მეუღლეები ამაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია, ასევე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რომელიმე მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულება წყდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ან განქორწინებით. შეთანხმებისა და მოლაპარაკების მიუღწევლობით, საქმე აუცილებლად გადაიგზავნება საოჯახო სამართლის მოსამართლესთან. 

თუ აპირებთ დაქორწინებას და გჭირდებათ ეს კონტრაქტი, შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატებს, თითოეულ მეუღლეს უნდა ჰყავდეს ცალკე დაქირავებული ადვოკატი, კანონით არ შეიძლება რომ ორივე მეუღლეს საქორწინო ხელშეკრულებაზე ერთი ადვოკატი ემსახურებდეს (ადვოკატის მომსახურების საფასური კონსულტაცია და და ხელშეკრულების ხელმოწერა 1000-1500$ გახლავთ) თუმცა, თუ არ გაქვთ რთული სიტუაცია შეგიძლიათ ურთიერთშეთანხებიდან გამომდინარე მოაწეროთ ხელი და ხელშეკრულება 2 მოწმის თანდასწრებით ნოტარიუსმა დაამოწმოს. ასეთ შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენ და მოგაწვდით საქორწინო ხელშეკრულებას და მოგეხმარებით მის გამართვაში.