
ალბათ ბევრ ჩვენგანს უნახავს სხვადსხვა სპეციალისტთან ვიზიტისას ესა თუ ის ლიცენზია/სიგელი რომელიც გამოკრული აქვთ კელდლებზე. კონკრეტული პროფესიის ადამიანის ლიცენზირებასა თუ სერტიფიცირებას განსაზღვრავს კონკრეტული შტატის შესაბამისი დეპარტამენტი ან ფედერალური ასოციაცია.გაგიკვირდებათ და მიუხედავად კანონის სიმკაცრისა, მიუხედავად სერიოზული მაკონტროლირებელი სისტემისა აშშ-ში მაინც ახერხებს ზოგიერთი შარლატანი ლიცენზირების გარეშე მუშაობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში მოღვაწეობენ ეს თვითმარქვიები, იქნება ეს მედიცინა, იურისპრუდენცია, ელ.ტექნიკოსი, კოსმეტოლოგი, პარიკმახერი, კვების ობიექტის მენეჯერი თუ მანიკურის სპეციალისტი, ყველა ამ პროფესიას სჭირდება შტატის ლიცენზია და ზოგიერთ შემთხვევაში დაზღვევაც კი, ულიცენზიო საქმიანობა კანონდარღვევაა და ის მკაცრად ისჯება.
ამ სტატიაში შევეცდები რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სფეროს შევეხო, სადაც შარლატანები მრავლად გხვდებიან, მართალია ადრე თუ გვიან მათ კანონი პასუხს აგებინებს, მაგრამ თქვენივე უსაფრთხოებისთვის ყურადღებით იყავით და მიაქციეთ ყურადღება ლიცენზია/სიგელების არსებობას.
სამედიცინო სფერო საკმაოდ მომხიბვლელია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტებისთვის, რადგანაც ბევრმა იმიგრანტმა არ იცის ინგლისური ენა და ვერ მიმართავს სპეციალისტ, რადგანაც ენობრივი ბარიერი აქვს და ყოველთვის ცდილობს მონახოს მაგ. ქართველი თვალის სპეციალისტი ან გასტრო-ენტორლოგი. რა თქმა უნდა იმას არ ვამბობ რომ ყველა ის ქართველი ვინც მუშაობს ამ სფეროებში აფერისტები არიან, თუმცა რისკი მაღალია და თავის დაცვა ყოველთვის კარგი აზრია. ბოლო დროს გახშირდა განცხადებები, შეიძლება გინახავთ კიდეც, ბრაიტონზე და იმ ადგილებზე სადაც ქართული პოპულაცია განსაკუთრებულად მჭიდროა, ვრცელდება ხოლმე განცხადება, რომ “ჩამოსულია საქართველოდან ცნობილი ამის და ამის ექიმი” ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს არ ჰქონდეს ექიმად მუშაობის უფლება ანუ ლიცენზია, თუმცა რადგანაც გვესმის რომ ქართველია ნდობას ვუცხადებთ და მივდივართ მასთან. აქვე უნდა გითხრათ რომ არალიცენზირებული ექიმის მომსახურების მიღება ასევე კანონდარღვევაა და გარდა ამისა, საექიმო შეცდომის შემთხვევაში არანაირად არ ხართ დაზღვეულები რომ აგებინოთ პასუხი ან მიიღოთ კომპენსაცია.
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსულენოვან თემშიც, ყველამ კარგად ვიცით როგორი მარტივია რუსეთში დიპლომის ყიდვა, რამდენიმე ათასი დოლარი და ნებისმიერ რექტორი მოგიწერთ დიპლომზე ხელს. გახსოვთ ალბათ ის დრო როდესაც საქართველოში ლამის ყველა სადარბაზოში კოლეჯი და უნივერსიტეტი იყო გახსნილი და შტამპავდნენ “ექიმებს”, სწორედ ანალოგიური სიტუაციაა რუსეთში, ჯერ კიდევ.
ასე რომ, როდესაც მიხვალთ ექიმთან, რომელიც საიდანღაც თავად გამონახეთ და არა ვთქვათ თქვენმა თერაპევტმა გადაგამისამართად, ყურადღებით იყავით, მიაქციეთ ყურადღება სიგელებსა და დიპლომებს, რომელიც როგორც წესი კედლებზე უკიდიათ, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, ა.შ.შ-ში არსებობს ექიმთა რეესტრი სადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ექიმის ლიცენზიის ვალიდურობა, როგორიც არის AMA -ამერიკელ ექიმთა ასოციაცია, სადაც ლიცენზიის ნომრით შეძლებთ ექიმის მონახვას.
რაც შეეხება ადვოკატებს. პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ! იურისტი არ ნიშნავს ადვოკატს, იურისტი არის პირი, რომელმაც ისწავლა იურისპრუდენცია და მიენიჭა მაგისტრის ან დოქტორის JD (Juris Doctor) ხარისხი, იმისათვის რომ იურისტმა შეძლოს ადვოკატად მუშაობა, მან უნდა ჩააბაროს American Bar Association გამოცდებიდა და მოიპოვოს ადვოკატის ლიცენზია.
დაიმახსოვრეთ! ყველა იურისტი არ გახლავთ ადვოკატი.
ასევე, დაიმახსოვრეთ, საქართველოში მიღებული იურიდიული განათლებით აქ ვერ იმუშავებს ადვოკატად, თუ გადამზადება არ გაიარა ან ასოციაციის გამოცდა არ აქვს ჩაბარებული. არსებობს იურისპრუდენციის გამონაკლისი მიმართულებებიც, (საერთაშორისო სამართალი, კორპორატიული სამართალი, საარბიტრაჟო სამართალი )სადაც გადამზადება არ არის საჭირო, მხოლოდ ასოციაციის გამოცდებია ჩასაბარებელი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსგან განსხვავებით აქ არ არსებობს ზოგადი მიმართულების იურისტი. შეიძლება რამდენიმე მიმართულების იურისტი იყოს, მაგრამ არა ზოგადი მიმართულების. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეს ადვოკატად მუშაობის უფლება კონკრეტულ შტატში, რადგან, თუ იურისტს არ აქვს შესაბამისი ლიცენზია, სასამართლო გადასინჯავს ამ პირის მიერ წარმოებულ საქმეებს, თუნდაც გამამართლებელი განაჩენი იყოს გამოტანილი, ის გააუქმდება და ხელახალი პროცესი დაინიშნება. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება, ოფისში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოკიდული ლიცენზია/სიგელი რომელიც ადასტურებს ამ პიროვნების ხარისხსა და ადვოკატად მუშაობის უფლებას.
ვინ არიან პარალეგალები? ქართული იურიდიული კულტურისთვის უცნობია ტერმინი პარალეგალი, თუმცა ა.შ.შ-ში საკმაოდ პოპულარული და პრესტიჟულიც კია. პარალეგალი როგორც წესი, ამზადებს დოკუმენტებს, ავსებს ანკეტებს და უმზადებს ადვოკატებს შემდეგი ნაბიჯებისთვის, მარტივად რომ ვთქვათ ადვოკატების დამხმარეები არიან.. პარალეგლებისთვის სავალდებულო არაა იურიდიული განათლება, რადგანაც 8 კვირიანი სასერტიფიკაციო კურსიც საკმარისია, დღესდღეობით ონლაინაც, 800$-ად შეგიძლიათ გაიაროთ სერტიფიცირება და მოიპოვოთ პარალეგალის სერტიფიკატი, მაგრამ ეს არ მოგცემთ პარალეგალად მუშაობის უფლებას.
პარალეგალად მუშაობისთვის აუცილებელია პირს ჰქონდეს სერტიფიკატი და ჩააბაროს პარალეგალთა ეროვნული ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდები მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი კანონიერად პარალეგალის სტატუსით მუშაობა. (შტატ კალიფორნიის შემთხვევაში ლიცენზია სავალდებულოა და მის გარეშე მუშაობა ისჯება კანონით, ჯარიმა + 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). გარდა ამისა, გამოცდის ჩაბარების შემდგომ პარალეგალს ენიჭება CP ტიტული, რაც ნიშნავს რომ ეს პარალეგალი გაგიწევთ უაღრესად კარგ მომსახურებასა და მას ენდობა პარალეგალთა ასოციაცია.
გაითვალისწინეთ რომ პარალეგალს, კანონით ეკრძალება იურიდიული რჩევების მიცემა (რატომ? ეს მისი საქმე არ გახლავთ, ეს იურისტის საქმეა. პარალეგალს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. გაიხსენეთ რომ იურისტი სწავლობს 6 წლამდე და პარალეგალი მხოლოდ 8 კვირა). როდესაც პარალეგალი გასცემს იურიდიულ რჩევებს მას არანაირი იურიდიული განათლება არ გააჩნია, რაც აშშ-ს ტერიტორიაზე ითვლება დანაშაულად და ისჯება ჯარიმით 1000$ და 1 წლამდე პატიმრობით, ასეთ დანაშაულს ეწოდება “იურიდიული პრაქტიკა ავტორიზაციის გარეშე” ანუ UPL (Unauthorized Practice of Law). თუ გახდით ასეთის მსხვერპლი დაუკავშირდით მერიის ცხელ ხაზს 311 ან თქვენი უბნის პროკურორს 212-335-9000.
ძალიან ბევრი ადამიანი იტყუება და თავს ასაღებს ადვოკატად ან პარალეგალად, თუმცა ამის შესაბამისი ცოდნა ან ლიცენზია არ გააჩნიათ. ასეთი ტიპის ადამიანები ძირითადად ბრაიტონზე არიან მოკალათებულები, რადგანაც ხშირად ახალჩამოსულ იმიგრანტებს არ აქვთ ინფორმაცია ლიცენზირების პროცესებზე და მარტივად მსვერპლი ხდება და ატყუებენ.
ყველა შტატს თავისი რეგულაცია გააჩნია თუმცა საშუალოდ არალიცენზირებული პრაქტიკისთის ადვოკატებს ეკისრებათ 100,000$ და პარალეგალებს 50,000$ ჯარიმის სახით. თუ გახდით ასეთის მსხვერპლი აუცილებლად დაუკავშირდით თქვენი ქალაქის მერიას და მოითხოვეთ იურიდიული დეპარტემნტის კონსულტანტი, რომელიც დაგეხმარებათ თაღლითის შესახებ საჩივრის დაწერაში.
როდესაც ფულს უხდით ადვოკატს/პარალეგალს, შეეცადეთ რომ გადახდა საბანკო ანგარიშსწორებით მოხდეს, რათა ფისკალური კვალი დარჩეს, ან ნაღდი ფულით თუ იხდით მოითხოვეთ მომსახურების გაწევის ხელმოწერილი ქვითარი. როგორც წესი თაღლითებს არც საბანკო გადარიცხვა და არც ქვითრის გაცემა უყვართ, რადგანაც მოტყუებულმა კლიენტმა ეს შესაძლოა გამოიყენოს სამხილად. ნუ ენდობით, ნდობით არ დაიქირავოთ არც ადვოკატი და არც პარალეგალი, ენდეთ მხოლოდ ლიცენზიას და გამოცდილებას. შეიძლება ძალიან კარგად ესმოდეს საქმე, მაგრამ რომ “ჩაფლავდეს” საქმე, პასუხს ვინ აგებს? ვინ გამოგისწორებთ დაშვებულ შეცდომას? რომელმაც შეიძლება დეპორტაცია გამოიწვიოს?
ანალოგიური სიფრთხილე გამოიჩინეთ ნოტარიუსთან და თარჯიმანთან მიმართებაში. თუ პირი არ არის სერტიფიცირებული თარჯიმანი, მის მიერ ნათარგმნი დოკუმენტები შესაძლოა არ მიიღოს წარსადგენმა ინსტანციამ. თარჯიმანი უნდა იყოს თარჯიმანთა ეროვნული ასოციაციის მოქმედი წევრი, (თარჯიმანთა ასოციაციის გამოცდებიც აუცილებელი წინაპირობაა, ბევრი ქართველი ტარჯიმანი უბრალოდ ასოციაციის წევრია მაგრამ იტყუება და ამბობს რომ ის სერტიფიცირებული თარჯიმანია, ამ დროს კი უბრალოდ წევრი-თარჯიმანია, რომელსაც არ აქვს სერთიფიცირებულის ტიტულის გამოყენების უფლება) ისევე როგორც ნოტარიუსი უნდა იყოს ნოტარიუსთა ეროვნული პალატის მოქმედი წევრი.
ელ.ტექნიკოსი. აქ ლაპარაკი არ იქნება ნათურის გამოცვლაზე, მაგრამ თუ კორპუსში ცხოვრობთ, სადაც გყავთ მნე ან მოურავი (იგივე Landlord-ი) პირველ რიგში მას უნდა შეუთანხმდეთ ან სთხოვოთ დახმარება, რადგანაც ქალაქის კოდექსი მკაცრად არეგულირებს ასეთ შემთხვევებს. ხაზის გაყვანა, ჭაღის დაკიდება, სარეცხი მანქანის მიერთება წყალთან ან ელ.წყაროზე ყველაფერი ეს უნდა განახორციელოს სერტიფიცირებულმა ელექტრიკოსმა, ზოგიერთი კორპუსის ამხანაგობა იგივე ბორდი, ითხოვს რომ ელექტრიკოსს ჰქონდეს დაზღვევა, ეს იმ შემთხვევისთვის არის, თუ უბედური შემთხვევა მოხდა და ხანძარი გაჩნდა მოკლე ჩართვის გამო რომელიც ელექტრიკოსმა გამოიწვია, ასეთ დროს სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს ზარალკს. თქვენ არ გაქვთ უფლება რომ თავად იმოქმედოთ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს წესები მკაცრად არის დაცული და დარღვევის შემთხვევაში ქალაქი გიჩივლებთ და სოლიდური ჯარიმის გადახდაც მოგიწევთ. თუ დაიქირავებთ ელექტრიკოსს გაარკვიეთ არის თუ არა ლიცენზირებული და აქვს თუ არა საქმიანობის დაზღვევა. ასევე თუ გადაწყვეტთ “რემონტის” გაკეთებას, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ მნესთან რისი უფლება გაქვთ და შეგიძიათ თუ არა თავად შეცვალოთ ინტერიერი, თუნდაც მსუბუქად. ხშირად კოპრუსის ამხანაგობა ითხოვს რომ მუშა იყოს სერთიფიცირებული და საქმიანობის დაზღვევით. შესაძლოა ბევრ თქვენგანს ეს ყველაფერი სისუელელდ მოეჩვენოს, თუმცა არაერთი ამბავი გამიგია როდესაც მნეს ნებართვის გარეშე და არასერტიფიცირებული ელექტრიკოსის გამო უჩივლეს მდგმურს (იგივე tenant)
უასრულოდ შეიძლება პროფესიების ჩამოთვლა და აღწერის გაგრძელება, რადგანაც ა.შ.შ-ში ლიცენზირება სერიოზული საკითხია და ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე გხვდებათ ლიცენზირების აუცილებლობა.თუ გაგიჩნდათ კითხვა მოგვმართეთ და შევეცდებით გაგცეთ პასუხი.